ახალგაზრდის მანიფესტი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ახალგაზრდის მანიფესტი (აზერ. Bir gəncin manifesti) — აზერბაიჯანელი მწერლის და ლიტერატურათმცოდნის მირ ჯალალის რომანი.[1]

ახალგაზრდის მანიფესტი
ჟანრი რომანი
ავტორი მირ ჯალალი
მშობლიური ენა აზერბაიჯანული
დაწერილია 1937–1939

რომანი დაწერილია 1937–1939 წლებში და ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა ჟურნალში „რევოლუცია და კულტურა“. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მწერლის შემოქმედებით ცხოვრებაში.[2] 1940 წელს გამოიცა წიგნად.

2017 წელს რომანი ითარგმნა თურქულ ენაზე.[3]

რომანის ცენტრალური გმირები ერთი ოჯახის წარმომადგენლები — მარდანი (უფროსი ვაჟი), სონა (დედა) და ბაჰარი (უმცროსი ვაჟი), იმდროინდელი აზერბაიჯანელი გლეხობის განზოგადებული მხატვრული გამოსახულებებია. რომანში აღწერილია პატრიოტიზმი და იმ ადამიანების გმირობა, რომლებიც მზად არიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გასწირონ.[4]