სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჭი (მრავალმნიშვნელოვანი).

აჭი — ისტორიული სოფელი საქართველოში, გურიაში. შედიოდა ლიხაურის სასოფლო საზოგადოებაში. 1874 წელს აჭი მოინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. იმ პერიოდში მისი მოსახლეობა შეადგენდა 30 კომლს, აქედან 20 კომლი მუსლიმი იყო, ხოლო 10 კომლი ქრისტიანი. [1]მოგვიანებით აჭი გაიყო ორ სოფლად: აჭი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და აჭი — სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

აჭის ეკლესია

სახელწოდება აჭი უკავშირდება ხნულში დატოვებულ ხარვეზს.[2]

  1. ბაქრაძე, დ . [1878] (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, გვ. 92. 
  2. ძნელაძე რ., „გურული დიალექტის ტოპონიმიკური ლექსიკა“, თბილისი: უნივერსალი, 2005. — გვ. 106, ISBN 99940-51-12-1.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აჭი&oldid=4740109“-დან