აწყურის წმინდა ელიას ეკლესიები

აწყურის წმინდა ელიას ეკლესიებიეკლესიები ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურში. ორივე დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 3-3,5 კილომეტრზე, ტყეში, ერთმანეთისაგან ასიოდე მეტრის დაშორებით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ორივე ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა, ნაგებია რიყის ქვით.

ზემო ეკლესია

რედაქტირება

ზემო ეკლესია (6,2 X 4,6 მ) შემაღლებულ ადგილზე დგას. მისი კედლები შიგნიდან და გარედან მობათქაშებულია. ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეული, შემორჩენილია ეკლესიის აღმოსავლეთ ნახევარი და ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი, რომელშიც შესასვლელის აღმოსავლეთ წირთხლი შეიმჩნევა. ნახევარწრიულ აფსიდში ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, სარკმლის სამხრეთით - მცირე ნიში.

ქვემო ეკლესია

რედაქტირება

ქვემო ეკლესიიდან (6,5 X 4,5 მ) მცირე სიმაღლეზე მხოლოდ დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებიღა დგანან. შესასვლელი ჩრდილოეთიდან ჰქონია. მეორე კარი, რომელიც მინაშენში (დანგრეულია) გადიოდა, სამხრეთითაა.

ლიტერატურა

რედაქტირება