აწყურის წამებულის ეკლესია

აწყურის წამებულის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურში. დგას სოფლის სამხრეთით, თეთრი გიორგის ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით 450 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5,6 მ) გეგმით სწორკუთხა, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. წყობა ირეგულარულია. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ორივე კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი ვიწრო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ტლანქად ნაწყობი, დეფორმირებული ნახევარწრის ფორმის საბჯენი თაღი. მსგავსი ფორმისაა კამარაც.

დასავლეთ ფასადზე, კარის ზემოთ, შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. აგურის საფეხუროვანი ლავგარდნიდან შემორჩენილია ფრაგმენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება