აწყურის კვირაცხოვლის ეკლესია
აწყურის კვირაცხოვლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურში. დგას სოფლის სამხრეთით ერთ კილომეტრზე, მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (3,65 X 3,1 მ), უაფსიდო, ნაგებია რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთ კედელში ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს — თითო პატარა ნიში. დარბაზი საკურთხეველთან ერთად გადახურულია შეისრული ფორმის სხმული კამარით. ეკლესიას ქვიშაქვის თხელი ქვებით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი აქვს. ეკლესია გადახურული ყოფილა კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 59.