აწყურის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურში. დგას სოფლის ჩრდილოეთით ვენახებში. განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია (6,8 X 4,3 მ), ნაშენია რიყის ქვით, აგურითა და კირის დუღაბით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. კონსტრუქციული ნაწილები და კარ-სარკმლები აგურითაა გამოყვანილი. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია კონქი და დარბაზის კამაროვანი გადახურვა, მონგრეულია კედლის ზედა ნაწილები.

შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან - თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. ჩრდილოეთ ნიში გეგმით ნახევარწრიულია და სამხრეთ ნიშზე უფრო დიდია. დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კუთხეებში მარტივი პილასტრებია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები (შემორჩენილია ქუსლების ნაწილები) ეყრდნობოდა. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია.

ლიტერატურა

რედაქტირება