აცილების ზონა
აცილების ზონა[1] (ინგლ. Zone of Avoidance) — დედამიწიდან, ცის სრულფასოვანი დაკვირვებისთვის დაფარული ზონა ირმის ნახტომის გალაქტიკის მიერ.
თავდაპირველად აღნიშნულ ზონას ეწოდა “რამდენიმე ნისლეულის ზონა“ (ინგლ. Zone of Few Nebulae). იგი პირველად მოიხსენა რიჩარდ ა. პროქტორმა თავის სტატიაში 1878 წელს, რომელიც ეხებოდა „ნისლეულების“ გავრცელებას ჯონ ჰერშელის ნისლეულების საერთო კატალოგში (ინგლ. Catalogue of Nebulae and Clusters of Stars).[2]
ფიზიკური ახსნა
რედაქტირებადედამიწიდან კოსმოსურ ობიექტებზე დაკვირვებისას, ვარსკვლავთშორისი მტვრის და ვარსკვლავების გამოსხივება სუსტდება ირმის ნახტომის სიბრტყეში (გალაქტიკური სიბრტყე) და ხელს უშლის სპექტრის ხილულ ნაწილში გალაქტიკის უკან ცის დაახლოებით 20%-ის ხილვას. შედეგად, სპექტრის ხილულ რეგიონში დაკვირვების შედეგად შედგენილი გალაქტიკების კატალოგები, როგორც წესი, არ არის სრული მხოლოდ გალაქტიკის სიბრტყესთან ახლოს მდებარე სივრცე.
თანამედროვე წარმოდეგნა
რედაქტირებაბოლო წლებში არაერთი მცდელობა გაკეთდა აცილების ზონის მიერ წარმოქმნილი ცოდნის ხარვეზის დასაძლევად. ირმის ნახტომის მტვერი და გაზი ქმნის ექსტინციას ოპტიკურ ტალღის სიგრძეზე და ფონის ვარსკვლავები შეიძლება აგვერიოს ფონურ გალაქტიკებთან. თუმცა, ტალღის დიდ სიგრძეზე ექსტინციის გავლენა მცირდება, რადიოტალღების დიაპაზონში კი ირმის ნახტომი თითქმის გამჭვირვალეა. ცის ინფრაწითელი კვლევები, როგორიცაა IRAS და 2MASS, ეხმარება ეგარეგალაქტიკური ობიექტების პოზიციების უფრო სრულყოფილი სურათის შექმნაში. აცილების ზონაში პაოლო მაფეიმ 1968 წელს ინფრაწითელ დიაპაზონში აღმოაჩინა ორი დიდი ახლომდებარე გალაქტიკა, Maffei 1 და Maffei 2. თუმცა, ცის დაახლოებით 10% ძნელად შესასწავლია, რადგან გარეგალაქტიკური ობიექტები შეიძლება არეულ იქნან ირმის ნახტომის ვარსკვლავებთან.
რადიო გამოსხივების თავიდან აცილების ზონის შესწავლის პროექტებმა, განსაკუთრებით ნეიტრალური წყალბადის 21 სმ ხაზში, შესაძლებელი გახადა აღმოჩენილიყო მთელი რიგი გალაქტიკები, რომლებიც დაკვირვებისთვის მიუწვდომელია სპექტრის ინფრაწითელ დიაპაზონში. ასეთი გალაქტიკების მაგალითებია Dwingeloo 1 და Dwingeloo 2, რომლებიც აღმოჩენილია შესაბამისად 1994 და 1996 წლებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kraan-Korteweg, Renée C.; Lahav, Ofer (May 24, 2000). „The Universe behind the Milky Way“. The Astronomy and Astrophysics Review. 10 (3): 211–261. arXiv:astro-ph/0005501. Bibcode:2000A&ARv..10..211K. doi:10.1007/s001590000011. S2CID 14760994.
- Kraan-Korteweg, R. C.; Staveley-Smith, L.; Donley, J.; Henning, P. A. (November 5, 2003). „The Universe behind the Southern Milky Way“. ASP Conference. International Astronomical Union.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Melnikov, O.A. and Мельников, О. and მელნიკოვი, ო. (1945) On the absorption in the windows of zone of avoidance / კოსმოსური შთანთქმის შესახებ "აცილების ზონის სარკმლებში". აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენი / Bulletin of the Abastumani Astrophysical Observatory (8). pp. 51-56.
- ↑ Kraan-Korteweg & Lahav 2000, p. 2