აჩიბუენო (ესპ. Achibueno) — მდინარე ჩილეში. მდებარეობს მაულეს რეგიონის ლინარესის პროვინციაში. მდინარე ლონკომილიის შენაკადი.

მაულეს რეგიონის მდინარეები
აჩიბუენო

სათავეს იღებს ცენტრალურ ჩილეში, ანდების სტრატოვულკან ნევადო-ლონგავის აღმოსავლეთ კალთებზე მდებარე აჩიბუენოს მყინვარული ტბიდან. ზემო დინებაში მდინარე მიედინება ანდების მთებით შემოსაზღვრულ მელადოს ქედზე. ამ მონაკვეთში აჩიბუენოს რამდენიმე ნაკადული ერთვის, ძირითადად ჩრდილოეთ მხარეს.

პატარა სოფელ პეხერეის ქვემოთ, ხეობაში ჯერ კიდევ გვხვდება ხეების ისეთი სახეობები, რომლებიც გარდამავალია უფრო სამხრეთით ჩილესათვის დამახასიათებელი სახეობებებს შორის. მათ შორისაა ჩილეური მუხა, არაიანი (Luma apiculata), Nothofagus dombeyi და ა. შ. გზები მხოლოდ ნაკადულ ლას-ანიმასამდე მიდის, რაც ხეობას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. დასავლეთით, პანამერიკულ მაგისტრალთან, უერთდება მდინარე ანკოა და შემდეგ სვლას განაგრძობს ქალაქ ლინარესიდან რამდენიმე კილომეტრით სამხრეთით. თავის მხრივ, აჩიბუენო მდინარე ლონკომილიის მთავარი მარჯვენა შენაკდია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
პანორამა