აჩეჰი

(გადამისამართდა გვერდიდან აჩეხი)

აჩეჰი (ინდონ. Aceh) — სპეციალური რეგიონი ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ინდოეთის კუთვნილ ანდამანისა და ნიკობარის კუნძულების სიახლოვეს, რომლებისგანაც ანდამანის ზღვა ჰყოფს. აჩეჰის პროვინციაში ინდონეზიის მასშტაბით ყველაზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს, რომლებიც შარიათის კანონებით ცხოვრობენ.[4]

პროვინცია
აჩეჰი
ინდონ. Aceh
დროშა გერბი


Pancacita
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ადმ. ცენტრი ბანდა-აჩეჰი
შიდა დაყოფა Great Aceh[1] [2] , South Aceh[1] [2] , Southeast Aceh[1] [2] , East Aceh[1] [2] , Central Aceh[1] [2] , West Aceh[1] [2] , Pidie[1] [2] , North Aceh[1] [2] , Simeulue[1] [2] , Aceh Singkil[1] [2] , Bireuen[1] [2] , Southwest Aceh[1] [2] , Gayo Lues[1] [2] , Aceh Jaya[1] [2] , Nagan Raya[1] [2] , Aceh Tamiang[1] [2] , Bener Meriah[1] [2] , Pidie Jaya[1] [2] , ბანდა-აჩეჰი[1] [2] , Sabang[1] [2] , Lhokseumawe[1] [2] , Langsa[1] [2] და Subulussalam[1] [2]
კოორდინატები 4°18′00″ ჩ. გ. 96°54′00″ ა. გ. / 4.30000° ჩ. გ. 96.90000° ა. გ. / 4.30000; 96.90000
მმართველი Nova Iriansyah
დაარსდა 7 დეკემბერი, 1956
ფართობი 58 375,83 კმ²
ოფიციალური ენა Acehnese და ინდონეზიური ენა
მოსახლეობა 4 494 410[3] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 77 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+07:00]]
საფოსტო ინდექსი 23xxx, 24xxx
საავტომობილო კოდი BL
ოფიციალური საიტი acehprov.go.id

მიჩნეულია, რომ ინდონეზიაში ისლამის გავრცელება აჩეჰიდან დაიწყო, ამავე დროს ის მთლიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ისლამის გავრცელების ერთ–ერთი უმნიშნელოვანესი ნაწილი იყო. XVII საუკუნის დასაწყისში აჩეჰის სასულთნო ყველაზე ძლევამოსილი და მდიდარი სახელმწიფო იყო მალაკის სრუტის რეგიონში. აჩეჰი დიდ წინააღმდეგობას უწევდა რეგიონში მოსულ კოლონისტებს, მათ შორის ნიდერლანდელებს. მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ნავთობითა და ბუნებრივი აირით. ზოგიერთი გამოთვლებით, აჩეჰის ბუნებრივი აირის რეზერვები უდიდესია მსოფლიოში. სხვა დანარჩენ ინდონეზიასთან შედარებით, რელიგიურად კონსერვატორულია.[5]

აჩეჰის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობა

რედაქტირება
 
დამოუკიდებელი აჩეჰის მოძრაობის ქალი მებრძოლები

1970 წელს, ინდონეზიის ცენტრალური მთავრობის ნებართვით ამერიკულმა კომპანიებმა დაიწყეს აჩეჰის ბუნებრივი რესურსების მოპოვება. შემოსავლის უსამართლო განაწილებამ ადგილობრივ მოსახლეობასა და ცენტრალურ მთავრობას შორის, დარ ალ-ისლამის (მსოფლიოს დაყოფა მუსლიმანურ რეგიონებად) ინდონეზიაში წარმომადგენელი ჰასან დი ტირო დაარწმუნა აჩეჰის დამოუკიდებლობის აუცილებლობაში. მან აჩეჰის დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1976 წელს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება