ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აშხაპირა — მცირე ზომის წყარო, მდებარეობს სოფელ ხვანჭკარაში, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე. სასაფლაოსკენ მიმავალი გზის ხელმარჯვნივ, გზის პირას. წყაროს საფასადე კედელი წარმოდგენილია ნათალი კვადრებით ამოყვანილი 5 ჰორიზონტალური რიგით, რომლებიც სამკუთხა დეკორატიული ფრონტონით სრულდება. ფრონტონს რელიეფური ლილვი მიუყვება. წყაროს საფასადე მხარეს მცირე ზომის მართკუთხა ფორმის ავზი აქვს ამოყვანილი. ფრონტონის ქვები რომლებიც წყაროს საფასადე კედელს ხურავს და ზემოდან ბრტყლად ედება, როგორც ჩანს თითო-თითო მასიურ ქვაში იყო გამოთლილი, რომლებიც შემდგომ დაზიანდა და ორ-ორ ნაწილად არის გადატეხილი. მეორე ჰორიზონტალურ რიგში მოწყობილია წყლის სადინარი ღიობი. წყარო წყლით მარაგდება ხვანჭკარის ჩრდილოეთით არსებული მთის მასივებიდან თიხის მილებით გამოყვანილი სისტემით. საფასადე კედელზე წყაროს აგების წელია ამოკვეთლი: "19-23 წ. 19 აპ.". საიდანაც ვგებულობთ, რომ წყარო უკვე 1 საუკუნეს ითვლის. აღმოსავლეთ მხარეს წყაროს ფლეთილი ქვებით ამოყვანილი მცირე ზომის თარო აქვს მოწყობილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39395
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აშხაპირა“-დან