აშურდან II (Aššur-dān II) — ახალი ასურული იმპერიის მეფე (ძვ. წ. 935 –ძვ. წ. 911).

აშურდან II
Aššur-dān II
ასურეთის იმპერიის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 935
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 911
წინამორბედი: ტიგლათფილესერ II
მემკვიდრე: ადად-ნირარი II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: ასურეთი (სავარაუდოდ)
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 911
გარდ. ადგილი: ნეო-ასურული იმპერია
შვილები: ადად-ნირარი II
დინასტია: მეოთხე დინასტია
მამა: ტიგლათფილესერ II
რელიგია: ჰენოთეიზმი (სავარაუდოდ)

ბიოგრაფია

რედაქტირება

აშურდან II მისი მამის ტიგლათფილესერ II-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა ძვ.წ. 935 წელს და იმეფა გარდაცვალებამდე ძვ. წ. 911 წლამდე დაახლოებით 23-24 წელი, მისი გარდაცვალების შემდეგ მმართველობა მისმა ვაჟმა ადად-ნირარი II-მ განაგრძო. აშურდან II-მ საბოლოოდ შეძლო და გადალახა ის კრიზისი, რომლებიც ასურელ ხალხს და ასურეთის ქვეყანას დიდი ხნის მანძილზე აწუხებდა. მან ააშენა ქალაქები და ციხესიმაგრეები, ასევე ყველა პროვინციაში აშენა სამთავრობო შენობები (ოფისები), ეხმარებოდა გლეხებს და მათ მიწათმოქმედებისათვის საჭირო სამეურნეო ინვენტარით ამარაგება. აშურდან II ცდილობდა დაკნინებული ასურეთი პირვანდელ საზღვრებში დაებრუნებინა. მან სამხედრო კამპანია წამოიწყო მომთაბარე არამეელების წინააღმდეგ. დაიბრუნა ტერიტორიები, რომლებიც სალმანასარ II-ის და აშურრაბი II-ის დროს დაიკარგა, სამხედრო მოქმედებების დროს მოპოვებული დიდძალი ნადავლი და პირუტყვი კი იმ დროს ასურეთის დედაქალაქ აშურში წაიღეს. ასევე ნახსენებია მოგზაურობა კადმუხუს და კირიურუს ტერიტორიებზე.

ანალებში ამ მეფეზე ინფორმაცია არ მოიპოვება, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა გვემსჯელა აშურდან II-ის დიდ გამარჯვებებზე. აქედან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასურეთის არმის ღია ბრძოლების დასაწყებად ჯერ კიდევ სუსტი იყო. ისტორიაში ასევე აღნიშნულია ასურეთის არმიისთვის საომარი ეტლების გადაცემის ფაქტი, რაც შეიძლება არმიის გაძლიერების მცდელობად ჩავთვალოთ.

აშურში აშურდან II-მ, მისი წარწერის თანახმად, აღადგინა ტიგლათფილესერ I-ის მიერ აშენებული და მოგვიანებით დანგრეული „ოსტატების კარიბჭე“.

აშურდან II-ის შემდეგ იმეფა კიდევ ოთხმა ნიჭიერმა მეფემ, რომლებმაც წარმატებით განაგრძეს აშურდანის მიერ დაწყებული საქმე, რომელიც ასურეთის იმდროინდელი მსოფლიოს ძირითად ქვეყნად არსებობას გულისხმობდა. აშურდან II-ის მეფობით დაიწყო ასურეთის იმპერიის არსებობა, რომელმაც ძვ.წ. 609 წლამდე იარსება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


წინამორბედი:
ტიგლათფილესერ II
ასურეთის მეფე
ძვ.წ. 935 - ძვ.წ. 911
შემდეგი:
ადად-ნირარი II