აშმოლის მუზეუმი
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას ეშმოლის ხელოვნებისა და არქიტექტურის მუზეუმი (განხილვა). |
აშმოლის ხელოვნების მუზეუმი და არქეოლოგია — მუზეუმი ოქსფორდში, ინგლისში. არის მსოფლიოში მეორე უნივერსიტეტის მუზეუმი (ბაზელის უნივერსიტეტის მუზეუმის (1661) შემდეგ) [3] და ბრიტანეთის პირველი საზოგადოებრივი მუზეუმი.[4] მისი პირველი შენობა აიგო 1678–1683 წლებში.
აშმოლის მუზეუმი | |
---|---|
ინგლ. Ashmolean Museum | |
51°45′20″ ჩ. გ. 1°15′38″ დ. გ. / 51.755611° ჩ. გ. 1.260611° დ. გ. | |
დაარსდა | 1683 წელს |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
მდებარეობა | Oxford |
ვიზიტორები | 930,669 (2019)[1] |
ოფიციალური საიტი | https://www.ashmolean.org/[2] |
ახლანდელი შენობა აშენდა 1841-1845 წლებში. მუზეუმი ხელახლა გაიხსნა 2009 წელს, მუზეუმის შენობის რესტავრაციის შემდეგ. 2011 წლის ნოემბერში მუზეუმში გამოჩნდა ახალი საგამოფენო სივრცეები, რომლებიც ორიენტირებულია ეგვიპტეზე და ნუბიაზე . 2016 წლის მაისში მუზეუმმა გახსნა მე-19 საუკუნის ხელოვნების ახალი გალერეები.
ისტორია
რედაქტირებაფართო ქუჩა
რედაქტირებამუზეუმი გაიხსნა 1683 წლის 24 მაისს [5], მუზეუმის პირველი კურატორი იყო ნატურალისტი რობერტ პლოტი. ფართო ქუჩაზე მდებარე შენობა (შემდგომში ცნობილი როგორც ძველი აშმოლიანი ) სერ კრისტოფერ რენს ან თომას ვუდს მიეკუთვნება. ელიას აშმოლმა კოლექცია შეიძინა მებაღეების, მოგზაურებისა და კოლექციონერებისგან ჯონ ტრედესკანტ უფროსისა და მისი ვაჟის, ჯონ ტრედესკანტ უმცროსისგან. ეს კოლექცია მოიცავდა ანტიკურ მონეტებს, წიგნებს, გრავიურებს, გეოლოგიურ ნიმუშებს და ზოოლოგიურ ნიმუშებს.[6]
ბომონტის ქუჩა
რედაქტირებაახლანდელი შენობა თარიღდება 1841 წლიდან 1845 წლამდე. იგი შეიქმნა როგორც უნივერსიტეტის გალერეა ჩარლზ კოკერელის მიერ,[7] კლასიკურ სტილში და დგას ბომონტის ქუჩაზე. შენობის ერთი ნაწილი უკავია ტეილორის ინსტიტუტს, უნივერსიტეტის თანამედროვე ენების ფაკულტეტს, რომელიც დგას ბომონტის ქუჩისა და სენტ ჟილსის ქუჩის კუთხეში. შენობის ეს ნაწილი ასევე შეიქმნა ჩარლზ კოკერელის მიერ, ბერძნული არქიტექტურის იონური ორდენის გამოყენებით.[7]
სერ ართურ ევანზს, რომელიც მუზეუმს 1884 წლიდან 1908 წლამდე ხელმძღვანელობდა, დიდი წვლილი მიუძღვის აშმოლის მუზეუმის არსებობაში.[8] ევანზმა აღმოაჩინა, რომ მუზეუმის კურატორმა და ვიცე-კანცლერმა ( პროფესორი ბენჯამინ ჯოვეტი ) აშმოლის კოლექციის ნახევარი დაკარგეს, ხოლო მუზეუმის ორიგინალური შენობები უნივერსიტეტის საგამოცდო ოთახებად გადაექციათ. 1908 წელს აშმოლის და უნივერსიტეტის გალერეები გაერთიანდა, როგორც აშმოლის ხელოვნებისა და არქეოლოგიის მუზეუმი.[9]
მას შემდეგ, რაც მუზეუმის კოლექცია ახალ შენობაში გადაიტანეს, "ძველი აშმოლის" შენობა გამოიყენეს ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონის საოფისე ადგილად. 1924 წლიდან შენობა ფუნქციონირებს როგორც ''მეცნიერების ისტორიის მუზეუმი", სადაც ინახება მსოფლიოში ასტროლაბების უდიდესი კოლექცია.[10]
ჩარლზ ბულერ ჰებერდენმა, 1921 წელს, უნივერსიტეტის დაუტოვა 1,000 ფუნტი (დღევანდელი 45,000 ფუნტი) რომელიც გამოიყენეს მუზეუმის მონეტების ოთახისათვის.[11]
2012 წელს, ენდრიუ მელონის ფონდისგან მუზეუმს გადაეცა 1.1 მილიონიანი გრანტი. ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია სამი სასწავლო კურატორი და პროგრამის დირექტორი, რათა უზრუნველყოს მუზეუმის კოლექციების გამოყენება უნივერსიტეტის სწავლებასა და კვლევაში.[12]
მუზეუმის განახლება
რედაქტირებააშმოლის მუზეუმის შიდა ინტერიერი ბოლო წლებში ინტენსიურად მოდერნიზებულია და ახლა მოიცავს რესტორანს და ასევე საჩუქრების დიდ მაღაზიას.[13]
2000 წელს, ჩინური სურათების გალერეა, შექმნილი ვან ჰეინინგენისა და ჰავარდის არქიტექტორების მიერ, გაიხსნა აშმოლის მუზეუმის შესასვლელთან. აშმოლის მუზეუმი არის ერთადერთი მუზეუმის გალერეა ბრიტანეთში, რომელიც ეძღვნება ჩინურ ნახატებს.[14]
საკლერის ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს აშმოლის ძველი ბიბლიოთეკის კოლექციებს, გაიხსნა 2001 წელს. აღნიშნული კოლექცია გაფართოვდა, და იგი ძირითადად კონცენტრირებულია კლასიკურ ცივილიზაციაზე, არქეოლოგიასა და ისტორიაზე.[15]
2006-2009 წლებში მუზეუმი გაფართოვდა არქიტექტორ რიკ მათერისა და საგამოფენო დიზაინის კომპანია „Metaphor“–ის დიზაინით, გაფართოება დაფინანსდა მემკვიდრეობის ლატარიის ფონდის მხარდაჭერით. რეკონსტრუქციის შედეგად, მუზეუმს დაემატა დამატებითი საგამოფენო სივრცეები, კონსერვატორიის სტუდიები და საგანმანათლებლო ცენტრები. რეკონსტრუქციაზე ჯამში 98,2 მილიონი დოლარი დაიხარჯა. განახლებული მუზეუმი საზოგადოებისთვის გაიხსნა 2009 წლის 7 ნოემბერს.
2011 წლის 26 ნოემბერს მუზეუმში აშმოლელი საზოგადოებისთვის გაიხსნა ძველი ეგვიპტისა და ნუბიის ახალი გალერეები, რამაც მუზეუმს საშუალება მისცა გამოეფინა ეგვიპტის და ნუბიის ის ძველი ნივთები, რომლებიც მუზეუმში დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა.
2016 წლის მაისში მუზეუმმა გახსნა ახალი გალერეები, რომლებიც ეძღვნებოდა ვიქტორიანული ხელოვნების კოლექციის ჩვენებას.[16]
კოლექციები
რედაქტირებამთავარი მუზეუმი შეიცავს არქეოლოგიური ნიმუშებისა და სახვითი ხელოვნების უზარმაზარ კოლექციებს. აქვსპრერაფაელიტური ნახატების, მაიოლიკის ჭურჭლისა და ინგლისური ვერცხლის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია. არქეოლოგიის განყოფილება მოიცავს ართურ ევანზის ანდერძს და აქვს ბერძნული და მინოსის კულტურის ჭურჭლის შესანიშნავი კოლექცია. დეპარტამენტს ასევე აქვს ძველი ეგვიპტისა და სუდანის სიძველეების ვრცელი კოლექცია. მუზეუმი ეგვიპტოლოგიის წინსვლისათვის, მასპინძლობს გრიფიტის ინსტიტუტს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- საკლერის ბიბლიოთეკა
- გრიფიტის ინსტიტუტი
- აშმოლის მუზეუმის ვირტუალური ტური, ფოტო 2003 წ დაარქივებული 2008-08-03 საიტზე Wayback Machine.
- პაუფატანის მოსასხამი - სურათები, აღწერა და ისტორია
- აშმოლის მუზეუმი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ALVA - Association of Leading Visitor Attractions. ციტირების თარიღი: 23 October 2020
- ↑ https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/
- ↑ History.
- ↑ MacGregor, A. (2001).
- ↑ Ashmolean Museum en-gb. Pitt Rivers Museum. ციტირების თარიღი: 22 May 2018
- ↑ (2016) A Short History of Nearly Everything. Broadway Books, Random House, Inc..
- ↑ 7.0 7.1 (1904) Alden's Oxford Guide. Alden & Company.
- ↑ Evans, Joan.
- ↑ "The Ashmolean Museum Oxford Conservation Plan" დაარქივებული 2020-06-02 საიტზე Wayback Machine. . admin.ox.ac.uk.
- ↑ Johnston, Stephen. Astrolabes in Medieval Jewish Society. University of London, School of Advanced Study. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2015. ციტატა: „The Museum of the History of Science in Oxford has the world's largest collection of astrolabes.“ ციტირების თარიღი: 5 November 2015
- ↑ Kraay, C. M. The Heberden Coin Room: Origin and Development. Ashmolean Museum. ციტირების თარიღი: 2021-09-15. დაარქივებული 2006-11-03 საიტზე Wayback Machine.
- ↑ News. ციტირების თარიღი: 8 October 2013
- ↑ Eating and Shopping- Ashmolean Museum. Ashmolean.org (15 April 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 20 June 2012
- ↑ asa@vajra.co.uk. Chinese Painting Gallery, Ashmolean Museum – van Heyningen and Haward Architects. Vhh.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 17 November 2012
- ↑ Park, Emma (9 November 2009). „Ashes to Ashmolean“. Oxonian Review of Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 6 December 2009.
- ↑ News & Events.