ასტროლაბი
ასტროლაბი (გვიანდ. ლათ. astrolabium <aster – ვარსკვლავი და ბერძნ. labe – დაჭერა) — უძველესი ასტრონომიული და გეოდეზიური ხელსაწყო. გამოიგონა ჰიპარქემ ძვ. წ. II საუკუნის დასასრულს. თავდაპირველად ასტროლაბი წარმოადგენდა ვერტიკალურ ჩამოსაკიდ ბრინჯაოს წრეს, რომლითაც ჰორიზონტზე ვარსკვლავთა სიმაღლეს საზღვრავდნენ, შემდეგ ასტროლაბს დაუმატეს ლიმბი — ჰორიზონტალური წრე გრადუსული დანაყოფებიანი და წყვილდიოპტრიანი უძრავი და მოძრავი ალიდადა, ხოლო XVII საუკუნის დასასრულს — ჭოგრი.
ასტროლაბი თანამედროვე კუთხსაზომი ხელსაწყოს — თეოდოლიტის წინამორბედია. საზღვაოსნო პრაქტიკაში ასტროლაბი შეცვალა სექსტანტმა. პრიზმულ ასტროლაბს დღესაც იყენებენ. მას აქვს ჰორიზონტულად დაყენებული ჭოგრი, ჭოგრის ობიექტივის წინ — ორწახნაგა პრიზმა და ვერცხლისწყლიანი ხელოვნური ჰორიზონტი.
პრიზმული ასტროლაბით განისაზღვრება ადგილობრივი დრო და განედი.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში დაცულის ვახტანგ VI-ის დროინდელი ასტროლაბი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 647.