აშაიეტი
იეროგლიფებში
aA
a
ASiit

აშაიეტიძველი ეგვიპტის დედოფალი, XI დინასტიის ფარაონის მენტუჰოტეპ II-ის მეუღლე. მისი სამარხი და პატარა დეკორაციული სამლოცველო აღმოაჩინეს დეირ-ელ-ბაჰრში, მისი ქმრის სატძრო კომპლექსში, მთავარი ნაგებობის უკანა მხარეს, სხვა ხუთი ქალბატონის - კავიტის, სადეჰის, კემსიტის, ჰენჰენეტის და მაიეტის სამარხების გასწვრივ. იგი დაახლოებით 22 წლისა იყო როდესაც გარდაიცვალა. მათი უმრავლესობა ჰასორის ქურუმები იყვნენ, ანუ შესაძლებელია, რომ ისინი იყვნენ ქალღმერთის კულტის ნაწილები. ასევე შესაძლებელია, რომ ისინი იყვნენ დიდებული მეფის ქალიშვილები.

აშაიეტის სარკოფაგი არის ამ პერიოდის ყველაზე კარგად შემონახული არტეფაქტი. მისი მუმია, სარკოფაგი და კუბო დაცულია ეგვიპტის მუზეუმში, კაიროში. მისი ტიტულები იყო: „მეფის საყვარელი ცოლი“, „მეფის ორნამენტი“, „ჰასორის ქურუმები“ და „დენდერის ქალბატონი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dodson, Aidan, Hilton, Dyan. The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson 2004. ISBN 0-500-05128-3
  • Grajetzki, Wolfram. Ancient Egyptian Queens: A Hieroglyphic Dictionary. London: Golden House Publications 2005. ISBN 0-9547218-9-6