აღჯაყალა, უნგუზექი — ციხე თურქეთში. მდებარეობს ერზურუმის პროვინციაში, უზუნდერეს რაიონის სოფელ უნგუზექში; ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. ნაგებია კირით. კომპლექსი მოიცავს 4 კოშკს, გვირაბსა და ძირითად კონსტრუქციას.

აღჯაყალა
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ფართობი 0.078×0,038 კმ²
მასალა კირი
აღჯაყალას ციხე — თურქეთი
აღჯაყალას ციხე

კარგად გამაგრებული ციხე მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, ციცაბო კლდოვან ბირცვზე, ავტომაგისტრალის პირას. მთელ თორთომის ხეობაში გამორჩეული საფორტიფიკაციო კომპლექსი მოგვიანო შუა საუკუნეების აღმოსავლური წყაროებიდან კარგად ცნობილი აღჯაყალას ციხე უნდა იყოს. აკონტროლებდა მდინარე თორთომისწყლის ხეობასა და ჭოროხისპირიდან აქ ჩორგენისის გრძელი ხევით ჩამომავალ ძველ გზას. ჭოროხის ხეობაში ამ გზას ოშნაქის ციხე დახვდებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კუდავა ბ., ტაო-კლარჯეთი: ისტორიისა და კულტურის ძეგლები. თბ. 2017, გვ. 241-242