აღვი
აღვი[1][2] — ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ქვედა აღვის, შუა აღვისა და ზედა აღვის ძველი სახელწოდება.
ისტორია
რედაქტირებასახელწოდების თავდაპირველი ფორმა აღუ უნდა იყოს. ამ სახელით იხსენიება სოფელი XVI საუკუნის წყაროში (ხონის საყდრის გამოსავლის დავთარი). ისტორიული წყაროებით აღუ მოხსენიებულია XVIII საუკუნის გლეხთა საბეგრო დავთრების სიებშიც. მოგვიანებით გაიყო სამ ნაწილად.
ცნობილია აღვის სამკურნალო წყლები
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 261.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 49.