უნიფორმიზმი
უნიფორმიზმი (ლათ. uiformis – ერთსახოვანი) — საბუნებისმეტყველო მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის ამოსავალი დებულებაა გეოლოგიური ფაქტორების სისტემის უცვლელობა დროში. მთლიანად გეოლოგიური კონცეფციაა.
პირველად (1832) ინგლისელმა მეცნიერმა უ. უეიველმა უწოდა ჩარლზ ლაიელის მოძღვრებას. უნიფორმიზმის ჩასახვა დაიწყო XIX საუკუნიდან და მის განვითარება ჩამოყალიბებაზე არაერთი სახელოვანი მეცნიერი მუშაობდა. უნიფორმიზმს საფუძვლად დაედო მექანისტური ბუნებისმეტყველების მტკიცება, რომ გეოლოგიურ წარსულში, ისევე როგორც ახლა, მოქმედებდნენ ერთი და იგივე ძალები ერთნაირი ინტენსიურობითა და სიჩქარით. უნიფორმიზმი ეყრდნობოდა რამდენიმე თეორიულ პრინციპებს. თავისი არსით იგი უარყოფდა დედამიწის ისტორიისა და სიცოცხლის პროგრესიულ განვითარებას, რამაც ჯერ კიდევ XIX საუკუნის II ნახევარში გამოიწვია მისი მკაცრი კრიტიკა და საბოლოოდ უნიფორმიზმი როგორც გეოლოგიური კონცეფცია უარყვეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 161.
- Равикович А. И., Развитие основных теоретических направлений в геологии XIX в., М., 1969;