აშხადარი

(გადამისამართდა გვერდიდან აქსიდარი)

აშხადარი (სომხ. Աշխադար) — დიდი სომხეთის მეფე არშაკუნიანების საგვარეულო დინასტიიდან. აშხადარი სამეფო ტახტზე თრდატ I-ის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო 110 წელს და დასრულდა 113, მის შემდეგ კი ტახტზე პართამასირი ავიდა. აშხადარი პართიელი მონარქის პაკორ II-ის სამი ვაჟიდან ერთ-ერთი იყო.[1] მამის მხრიდან აშხადარი იყო პართიის სამეფო დიასტიის წევრი, შესაბამისად კავშირი ჰქონდა არშაკუნიანების დინასტიასთან.[2] იმ ფაქტის გარდა, რომ ის სომხეთის მეფე იყო, ძალიან მწირი ინფორმაცია არის შემორჩენილი მასზე.

აშხადარი
Աշխադար
დიდი სომხეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 110
მმართ. დასასრული: 113
წინამორბედი: თრდატ I
მემკვიდრე: პართამასირი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 113
დინასტია: არშაკუნიანების დინასტია

აშხადარი სომხეთის სამეფო ტახტზე 110 წელს მეფე სანატრუკის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. აშხადარი სომხეთის სამეფო ტახტზე მისმა ბიძა (ბიძა მამის მხრიდან) ოროზ I-მა დასვა რომთან კონსულტაციის გარეშე.[3] ამის შემდეგ აშხადარმა მხოლოდ 113 წლამდე იმეფა. მიუხედავად იმისა, რომ რომაელები მხარს უჭერდნენ აშხადარს, როგორც სომხეთის მეფეს, იმპერატორმა ტრაიანემ პართიის მეფის ოროზ I-ის ქმედება ომის დაწყების საბაბად მიიჩნია.[4] ოროზ I კი ფიქრობდა, რომ აშხადარი, როგორც მმართველი სუსტი და უნიჭო იყო[5], ამიტომ რომის იმპერატორ ტრაიანესთან ომის თავიდან აცილებისა და მასთან მშვიდობის შენარჩუნების მიზნით ოროზმა აშხადარი მეფობიდან გადააყენა, მის ადგილას კი აშხადარის ძმა და პაკორ II-ის კიდევ ერთი ვაჟი პართამასირი დასვა.[6][7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Potts, Araby the Blest: Studies in Arabian Archaeology, p.151
  2. Farrokh, Shadows in the Desert: Ancient Persia at War, p.158
  3. Yarshater, The Cambridge History of Iran, Volume 3, p.87
  4. Bunson, A Dictionary of the Roman Empire, p.303
  5. Mommsen, The provinces of the Roman Empire: from Caesar to Domitian, p.66
  6. Potts, Araby the Blest: Studies in Arabian Archaeology, p.p.150&151
  7. Yarshater, The Cambridge History of Iran, Volume 3, p.87