აფხაზეთის საბჭოების VIII ყრილობა
სრულიად აფხაზეთის საბჭოების VIII (საგანგებო) ყრილობა (12 — 13 ნოემბერი, 1936 და 30 ივლისი — 2 აგვისტო, 1937, სოხუმი) — სრულიად აფხაზეთის საბჭოების რიგით მერვე ყრილობა. სულ ჩატარდა 8 სხდომა.
ისტორია
რედაქტირებააფხაზეთის საბჭოების საგანგებო VIII ყრილობა გაიხსნა სოხუმში 1936 წლის 12 ნოემბერს საღამოთი.
პირველი სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის ცაკის თავჯდომარემ ნ. ლაკობამ. სხდომამ ერთხმად აირჩია 48 კაცისგან შემდგარი პრეზიდიუმი.
დ. კუჩულორია სხდომის წინაშე გამოვიდა წინადადებით მოესმინათ ნ. ლაკობას მოხსენება საერთოსახალხო განხილვა სტალინური ახალი საკავშირო კონსტიტუციის თაობაზე. ლაკობას მოხსენების შემდეგ გამოვიდნენ ასევე სხვა დელეგატები სიტყვით. დღის დასასრულს დ. კუჩულორიამ გამოაცხადა სხდომა დახურულად.
მეორე სხდომა გაიმართა მეორე დღეს 13 ნოემბერს დილით 10:30 საათზე. სხდომა გახსნა აფხაზეთის ცაკის თავჯდომარის მოადგილემ დ. კუჩულორიამ. სხდომის ნახევარი დაეთმო ნ. ლაკობას წინა დღის მოხსენების განხილვას. სულ გამოსული იყო 17 დელეგატი.
მოხსენებაზე კამათის შემდეგ სხდომა შეუდგა საკავშირო VIII და საქართველოს VIII საგანგებო ყრილობის დელეგატების არჩევას.
სხდომამ მოისმინა და დაამტკიცა სამანდატო კომისიის მოხსენება, წარმოდგენილი მისი თავჯდომარის ს. კიუტის მიერ. სხდომა დაიხურა 13:30 საათზე.[1]
მესამე სხდომა გაიმართა 1937 წლის 30 ივლისს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში საღამოთი. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ცაკის თავჯდომარე ა. აგრბა. მან წარადგინა აფხაზეთის ახალი კონსტიტუციის პროექტი.
მეოთხე სხდომა გაიმართა 31 ივლისს დილით. დაიწყო კამათი აგრბას მოხსენების ირგვლივ.
მეხუთე სხდომა გაიმართა 31 ივლისს საღამოთი. კამათი გაგრძელდა აგრბას მოხსენების თაობაზე.[2]
მეექვსე სხდომა გაიმართა 1 აგვისტოს დილით. კამათი გაგრძელდა აგრბას მოხსენების თაობაზე.
მეშვიდე სხდომა გაიმართა 1 აგვისტოს საღამოთი. კამათი გაგრძელდა აგრბას მოხსენების თაობაზე. დასასრულს სხდომაზე მიღებული იქნა დადგენილება შექმნილიყო სპეციალური სარედაქციო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც გაითვალისწინებდა კამათში გამოსულ დელეგატების შენიშვნებს და სარედაქციო კომისიას სხდომისთვის წარედგინათ კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი.
მერვე სხდომა გაიხსნა 2 აგვისტოს საღამოთი. სხდომას წარედგინა სარედაქციო კომისიის მიერ დამუშავებული ახალი კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი. კონსტიტუციის საბოლოო ვ არიანტი წაკითხულ იქნა დელეგატების წინაშე. ახალი კონსტიტუცია მიღებულ და დამტკიცებულ იქნა სხდომის მიერ. დასასრულს ა. აგრბამ სხდომა გამოაცხადა დახურულად.[3]
ახალი კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი გამოქვეყნდა გაზეთ „სოვეცკაია აბხაზიაში“.[4]
-
აფხაზეთის ასსრ-ის ცაკის 1936 წლის გადაწყვეტილება, სკოლებში ქართული ენის სწავლების შესახებ
-
1937 წლის აფხაზეთის ასსრ-ის (ძირითადი კანონი) კონსტიტუცია. pdf