აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობა
სრულიად აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობა (5 — 7 მარტი, 1927, სოხუმი) — სრულიად აფხაზეთის საბჭოების რიგით მეოთხე ყრილობა. ესწრებოდა 251 დელეგატი, მათ შორის: გადამწყვეტი ხმით — 240, ხოლო სათათბირო ხმით — 11. ეროვნული შემადგენლობა: აფხაზი — 73, ქართველი — 88, რუსი — 36, სომეხი — 19, ბერძენი — 20, სხვები — 15 (აქედან: 1 ლაზი, პოლონელი — 3, ესტონელი — 1, ებრაელი — 5, თურქი — 1, უკრაინელი — 3 და ოსი —1); სოციალური შემადგენლობა: გლეხი — 80, მუშა — 53, წითელარმიელი — 12, მოსამსახურე — 106; პარტიული შემადგენლობით: კომუნისტები — 153, კომკავშირელი — 14, უპარტიო — 84.
ისტორია
რედაქტირება1927 წლის 4 იანვრის სსრ აფხაზეთის ცაკის დადგენილების შესაბამისად დაინიშნა აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობის არჩევნები, რომელიც უნდა გამართულიყო 1927 წლის 1 თებერვილიდან - 1 მარტამდე. იმავე წლის 5-25 იანვარს წინასაარჩევნოდ უნდა ჩატარებულიყო მოსამზადებელი სამუშაოები. აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობის სესიის მოწვევა 8 მარტისთვის დაიგეგმა[1]. საბოლოოდ საბჭოების ყრილობა სიმბოლურად გაიხსნა აფხაზეთის გასაბჭოებიდან (1921 წლის 4 მარტი) ექვსი წლის თავზე[2].
5 მარტს საღამოს 6 საათზე მოწვეულ იქნა აფხაზეთის საბჭოების პირველი სესია.
დღის განრიგი:
- სსრკ-ის საშინაო და საგარეო მდგომარეობა;
- სსრ საქართველოს მთავრობის ანგარიში;
- სსრ აფხაზეთის მთავრობის ანგარიში;
- სსრ აფხაზეთის ცსკოს ანგარიში;
- სსრ აფხაზეთის კონსტიტუციის ტექსტის დამტკიცება;
- სახდაღვევა;
- კანდიდატების არჩევა სსრკ-ის ეროვნებათა საბჭოში;
- სსრ აფხაზეთის ცაკის არჩევნები;
- საქართველოს საბჭოების ყრილობის დელეგატების არჩევა;
- მიმდინარე საქმეები
ყრილობა გახსნა ს. ჭანბამ. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მესამე და მეოთხე ყრილობებს შორის დაღუპული მეგობრების: მ. ფრუნზეს, ფ. ძერჟინსკისა და ლ. კრასინის ხსოვნას.
ს. ჭანბას გამოსვლის შემდეგ, ყრილობას მიესალმა წითელი არმიის რვა წარმომადგენელი, ასევე მუშები და გლეხები.
სესიის პრეზიდიუმში ერთხმად იქნენ არჩეულნი: ნ. ლაკობა, ც. ჭანბა, გ. სტურუა, ნაჭყებია, გეგელია, ვ. ლაცარია, სუკოიანი, მასხულია, მ. ლაკობა, ი. სემერჯიევი, ვ. შონია, ი. მარღანია, ი. შანბა, ინაშვილი, ჭოჭუა, ინალ-იფა, აშხაწავა, თეოკტისოვი, არაბელიძე, ფონია, ბლიახი, ჩიჟოვა, ა. ვარდანია, ავედისიანი, ქსემიდოვი, ევმინოვი, დამენია, მამულოვი, ბენია, ანასტასიადი, გერლიანი, ხაბურძანია, ლაგვილავა, მარკოზია, დ. გაბუნია, აბგაჯი, არშბა, აპბა, გარცკია, ბებია, ჩიჩნი, მელაძე, გამისონია, ჩალიგავა, მატიუხინი, ფომიჩევი, კადი-ზადე, გრიგოლია და კოკაია. ასევე არჩეულ იქნა ყრილობის საპატიო პრეზიდიუმი: სტალინის, კალინინის, რიკოვის და სხვათა. ყრილობის სამდივნოში აირჩიეს: ზანთარია, ჩალმაე, ვ. კონჯარია, დალნაია, ვ. აგრბა, საჯაია და შევცოვი. სამანდატო კომისიაში აირჩიეს: ოვ. მინოსიანი (თავმჯდომარე), ი. ვარდანია, ამპარი, კ. თორია, ხუციევი, კ. სამერჯიევი, პრილიპკო, ბ. ლადარია და ლომია.
ყრილობამ მოისმინა ფილიპე მახარაძისა და აფხაზი სტუდენტების მისასალმებელი დეპეშები, რის შემდეგადაც დელეგატებისთვის გაიმართა წარმოდგენა[3].
სსრკ-ის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი გიორგი სტურუა[4].
მომდევნო დღეს განიხილეს საკითხი — ურთიერთობა სსრ აფხაზეთსა და სსრ საქართველოს შორის. აღნიშულის თაობაზე სიტყვით გამოვიდა ს. ჭანბა. მან ყრილობას მოახსენა, რომ აფხაზეთმა კონსტიტუცია მიიღო საბჭოების III ყრილობაზე, რომელიც ეფუძნებოდა 1921 წლის სსრ აფხაზეთსა და სსრ საქართველოს დროებით მთავრობებს — რევკომებს შორის. მან ასევე დაამატა, რომ პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე აუცილებელი შეიქნა არსებული კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. აფხაზეთის ცაკის III სესიაზე მიღებული იქნა ახალი თავი, სადაც უფრო მეტად იყო დაკონკრეტებული საქართველო აფხაზეთის ურთიერთობანი.
სახელმწიფო ენებად, იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მრავალეთნიკური მოსახლეობა ცხოვრობდა, გადაწყდა შეჩერებულიყვნენ სამ: აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე. მართალია იმ მომენტისათვის სახელმწიფო საქმისწარმოებისთვის მხოლოდ რუსული ენა გამოიყენებოდა, მაგრამ იგეგმებოდა ასევე აფაზური და ქართული ენების დანერგვაც.
სსრ აფხაზეთის კონსტიტუციის სახეშეცვლილი ფორმის თაობაზე მოხსენებით გამოვიდა ს. ჭანბა. მისი სიტყვებით, სსრ აფხაზეთის საბჭოების III ყრილობაზე მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც მთლიანად გამომდინარეობდა სსრ საქართველოს 1922 წლის კონსტიტუციიდან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საჭირო იყო საქართველოს კონსტიტუციის მისადაგება ამიერკავკასიის სფსრ-სა და სსრკ-ს კონსტიტუციებთან, ამან წარმოშვა საქართველოში შემავალი სუბიექტების ახალი ურთიერთდამოკიდებულების გაფორმება. ამის საფუძველზე საჭირო გახდა სსრ საქართველოს კონსტიტუციის შეცვლა. საქართველოს ცაკის III სესიაზე მიღებული იქნა დადგენილებები. სიტყვით გამოსვლისას მოყვანილ იქნა აფხაზეთის კნსტიტუციიდან შემდეგი მუხლები: 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24 და 25. ყრილობის დელეგატებმა კონსტიტუცია მიიღეს ერთხმად[5].
შემდეგ განიხილეს საკითხი სახელმწიფო დაზღვევაზე (თორია)[6].
აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიში (ნაჭყებია):
გაგრის მაზრა | გუდაუთის მაზრა | სოხუმის მაზრა | კოდორის მაზრა | გალის მაზრა | სოხუმი | სულ | |
---|---|---|---|---|---|---|---|
საერთო რაოდენობა | 3702 | 12950 | 22254 | 14262 | 25220 | 10140 | 88528 |
მონაწილეობა მიიღო | 1391 | 7065 | 9108 | 7012 | 13756 | 3759 | 42091 |
ხმის უფლება ჩამოერთვა | 290 | 272 | 429 | 342 | 1770 | 2135 | 5238 |
სულ ამორჩეულ იქნა | 146 | 542 | 1446 | 602 | 1219 | 160 | 4115 |
კაცი | 132 | 489 | 1326 | 570 | 1082 | 133 | 3732 |
ქალი | 14 | 53 | 120 | 32 | 137 | 27 | 383 |
პარტიის წევრები და კანდიდატები | 28 | 71 | 109 | 77 | 152 | 71 | 508 |
კომკავშირლები | 15 | 35 | 99 | 87 | 153 | 16 | 405 |
უპარტიო | 103 | 436 | 1238 | 438 | 914 | 73 | 3202 |
აფხაზი | 28 | 376 | 51 | 458 | 240 | 24 | 1177 |
ქართველი | 22 | 7 | 469 | 81 | 979 | 38 | 1596 |
რუსი | 13 | 36 | 96 | 2 | 58 | 205 | |
სომეხი | 46(?) | 111(?) | 32(?) | 56(?) | 12 | 257(?) | |
ბერძენი | 18 | 10 | 429 | 1 | 13 | 471 | |
ესტონელი | 1 | 30 | 31 | ||||
გერმანელი | 13 | 13 | |||||
სხვა | 3 | 31 | 15 | 49 | |||
გლეხი | 114(?) | 502 | 1288 | 339 | 1065 | 3308(?) | |
მუშა | 26(?) | 10 | 34 | 180 | 56 | 306(?) | |
მოსამსახურე | 13(?) | 27 | 123 | 22 | 154 | 96 | 435(?) |
წითელარმიელი | 3 | 1 | 1 | 8 | 13(?) | ||
ამომრჩეველი % | 37,5 | 59,5 | 49,9 | 49,8 | 54,5 | 37,1 | 48,6 |
სამანდატო კომისიიდან სიტყვით გამოვიდა ოვანეს მინოსიანი, რომელმაც ყრილობას წარუდგინა სტატისტიკური ინფორმაცია აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობის შემადგენლობის შესახებ[7]:
დელეგატები | |
---|---|
სულ | 251 |
გადამწყვეტი ხმით | 240 |
სათათბირო ხმით | 11 |
აფხაზი | 73 |
ქართველი | 88 |
რუსი | 36 |
სომეხი | 19 |
ბერძენი | 20 |
ებრაელი | 5 |
პოლონელი | 3 |
უკრაინელი | 3 |
ლაზი | 1 |
ესტონელი | 1 |
თურქი | 1 |
ოსი | 1 |
გლეხი | 80 |
მუშა | 53 |
წითელარმიელი | 12 |
მოსამსახურე | 106 |
კომუნისტები | 153 |
კომკავშირელი | 14 |
უპარტიო | 84 |
კაცი | 232 |
ქალი | 19 |
ყრილობამ ერთხმად აირჩია აფხაზეთის ცაკის შემადგენლობა 129 წევრისა და 25 წევრობის კანდიდატის სახით.
წევრები: ნ. ლაკობა, ს. ჭანბა, გ. სტურუა, ნაჭყებია, გეგელია, ვ. ლადარია, სუკოიანი, ამპარი, ლომია, მ. ლაკობა, ი. მარღანია, ფირცხალავა, ი. სემერჯიევი, ხასაია, ვ. ანჩაბაძე, ბ. ლადარია, მასხულია, ჭოჭუა, გოგოხია, ინაშვილი, ინალ-იფა, აშხაწავა, ბორისენკო, ვ. შონია, ზანთარია, კ. სემერჯიევი, ი. შამბა, კაკუბაია, კაკუჩაია, ლევონინი, ხიოტი, ა. გრიგოლია, კადი-ზადე, ი. ვარდანია, კოკაია, ვ. აგრბა, აჯამოვი, მინოსიანი, მ. ცაგურია, ჩუკბარი, ფ. თორია, მ. ჩალმაზი, პ. ლადარია, არაბელიძე, პრილიპკო, დედეიანი, აშუბა, ხუციევი, მარანტიდი, ჩიჟოვი, ავედისიანი, საჯაია, ა. ვარდანია, კულეშოვი, რუსიევი, ჩხეტია, ბლიახი, კონსტანტინიდი, ნ. ბაგაფში, მამულოვი, ფეაქტისოვი, ბიგვავა, შევცოვი, შარია, ხახმიგერი, ზ. ბენია, გიგაური, ლ. აბზიანიძე, ჭოლოკუა, ქსემიდოვი, ნ. დელავერი, ფილიმონოვი, ლუპეხინი, ა. გაბუნია, ზაროტიადი, ალშუნდბა, მურატოვი, ბასარია, გაივორონსკი, ევმინოვი, ბარგანჯია, ბერულავა, მატიუხინი, კარპოვი, ხრისტენკო, დამენია, ანასტასიადი, უსიკოვი, ოდაბაშიანი, ქუთელია, მ. თოფჩიანი, როგანიანი, კეშანიდი, პანტილიდი, დელავერ ოღლი, რუხაია, რაუდსონი, დ. გაბუნია, აბგაჯი, ჩიტაია, გულია, შარმატ ბასარია, მ. არშბა, მამა ჯიჯია, მოროხია, ხაბურძანია, ლაგველავა, მარკოზია, კ. თორია, ნარმანია, კორტავა, პატარაია, ანთია, მიქაია, დ. თორია, ეხვაია, აპბა, გარცკია, ვასონ კონჯარია, ვ. ლაკობა,ჩიჩინი ბებია, ხუსეინ ხიბა, თარბა, გრიგოლია, გამისონია, მელაძე, ჩალიგავა, ტრეწენკო, მიგინეიშვილი.
კანდიდატები: იუშკინი, კვარაცხელია, ვალუისკი, შლატერი, ჩხარტიშვილი, ზ. ციკოლია, კ. ძიძარია, მამალაძე, კ. დელავერი, ა. თურქია, ტერზიანი, კარაკეზოვი, ვ. ბახტაძე, პლინერი, გადლია, ი. ციკოლია, კოკოსკერია, კოსუმიანი, სტეფანიდი, კალაიჯანი, სარქისიანი, პარატიდი, ვლასენკო, ჭანტურია, ფილია.
ამის გარდა აირჩიეს დელეგატები საქართველოს საბჭოების ყრილობისა და სსრკ-ის ეროვნებათა საბჭოზე წარსადგენად[8].
რეზოლუციები: აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობამ მოისმინა აფხაზეთის III მოწვევის ცაკის თავმჯდომარის ჭანბას მოხსენება საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის შესახებ, რომელიც ეხებოდა III და IV ყრილობებზე მიღებულ საკანონმდებლო აქტებს; საოლქო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივნის სტურუას მოხსენება — სსრკ-ს საშინაო და საგარეო მდგომარეეობაზე; აფხაზეთის სახკომის თავმჯდომარის ნ. ლაკობას მოხსენება — მისი მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და დადებითად შეაფასა ისინი[9].
სსრ აფხაზეთის ცაკის I სესია
რედაქტირება11 მარტს საღამოს 7 საათზე გაიხსნა აფხაზეთის IV მოწვევის ცაკის პირველი სესია. მოხსენებით გამოვიდა ნ. ლაკობა, რომელმც ილაპარაკა გაწეულ სამუშაოებსა და ცხოვრებაში მოსაყვან დასახულ მიზნებზე.
სხდომაზე აირჩიეს აფხაზეთის ცაკის პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: ს. ჭანბა (თავმჯდომარე), გეგელია, გ. სტურუა, სუკოიანი, შამბა, მ. ლაკობა, შონია, ჩიჟობა, ზ. ბენია, დამენია, ანასტასიადი, მასხულია, ნაჭყებია, ინალ-იფა და ვ. ლადარია. კანდიდატებად აირჩიეს: მინოსიანი, ჭოჭუა, იაშვილი, მატიუხინი და ნ. დეპავერი.
მთავრობა შეირჩა შემდეგი შემადგენლობით:
- სსრ აფხაზეთის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე — ნესტორ ლაკობა;
- შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი და სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე — ნაჭყებია;
- მიწათმოქმედების სახალხო კომისარი — მ. ლაკობა;
- განათლების სახალხო კომისარი — ჭოჭუა;
- იუსტიციის სახალხო კომისარი — შონია;
- ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი — ი. სემერჯიევი;
- სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე — აშხაწავა;
- ფინანსთა სახალხო კომისარიატის რწმუნებული — ი. მარღანია;
- შრომის სახალხო კომისარიატის რწმუნებული — ინაშვილი;
- რკი რწმუნებული — მასხულია;
- შიდა ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებული — გრიგოლია;
- უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე — შამბა[10].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ газ. «Советская Абхазия», №5 (1572), 8 январь, 1927
- ↑ газ. «Советская Абхазия», №51 (1618), 6 март, 1927
- ↑ გაზ. კომუნისტი, №52 (1807), 6 მარტი, 1927
- ↑ газ. «Советская Абхазия», №52 (1619), 8 март, 1927
- ↑ газ. «Советская Абхазия», №53 (1620), 9 март, 1927
- ↑ газ. «Советская Абхазия», №54 (1621), 10 март, 1927
- ↑ газ. «Советская Абхазия», №56 (1623), 12 март, 1927
- ↑ газ. «Советская Абхазия», №57 (1624), 15 март, 1927
- ↑ газ. «Советская Абхазия», №63 (1630), 23 март, 1927
- ↑ газ. «Советская Абхазия», №57 (1624), 15 март, 1927