აფხაზეთის საბჭოების II ყრილობა
სრულიად აფხაზეთის საბჭოების II ყრილობა (21 — 24 დეკემბერი, 1923, სოხუმი, აფხაზეთის სსრ) — სრულიად აფხაზეთის საბჭოების რიგით მეორე ყრილობა.
ისტორია
რედაქტირებაპირველი სხდომა 21 დეკემბერს დილას გახსნა აფხაზეთის ცაკის თავმჯდომარემ ს. ჭანბამ.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ, ჯერ ორჯონიკიძე, ხოლო შემდეგ ჩხომალია, რომლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დილის სხდომა დაიხურა.
მეორე სხდომა 22 დეკემბერს დილას გახსნა ს. ჭანბამ.
სხდომაზე კენჭი უყარეს კომფრაქციის ყრილობის მიერ შემოთავაზებულ საბჭოების ყრილობის პრეზიდიუმის კანდიდატებს. საბოლოოდ არჩეულ იქნენ: ნ. ლაკობა, ს. ჭანბა, ნ. ბახტაძე, ნ. ბორისენკო, გ. მაკაროვი, მოშკინი, პ. გეგელია, ნაჭყებია, ე. ხაბურძანია, ჭოლოკუა, შამბა, გამისონია, ბლუსევიჩი, ს. ბარგანჯია, შ. ძაძუა, გ. ბასარია, მიქვაბია, კ. კვასია, ჩემია, კუტელია, დ. გოგუა და რ. გუმბა.
საპატიო წევრებად აირჩიეს: ლენინი, კალინინი, სტალინი, ორჯონიკიძე, ცხაკაია, ორახელაშვილი, მიასნიკოვი და სხვები.
სამანდატო კომისიაში არჩეულ იქნენ: მ. პოდოლსკი, ე. დამენია, გოლანძია, კანჯარია და ნ. ბოკუჩავა.
ყრილობის მდივნებად აირჩიეს: არ. სუკოიანი, გუდავაძე და აბგაჯი.
დღის წესრიგი:
- საერთაშორისო მდგომარეობა;
- აფხაზეთის ცაკისა და სახკომსაბჭოს ანგარიშები (ს. ჭანბა და ნ. ლაკობა);
- მიწის რეფორმაზე (ზ. ბენია);
- საგადასახადო რეფორმა სოფლად;
- ნაციონალური მომენტი სსრკ-ს მშენებლობაში;
- სახალხო განათლება და მისი შემდგომი პერსპექტივები;
- არჩევნები.
სხდომაზე გადატარგმნილ იქნა აფხაზურ და მეგრულ ენებზე წინა სხდომაზე ორჯონიკიძის მიერ წარმოთქმული სიტყვები.
აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საქმიანობის თაობაზე სიტყვით გამოვიდა ს. ჭანბა. მისი გამოსვლის შემდეგ სხდომა დაიხურა.
მესამე სხდომა 22 დეკემბერს საღამოს გახსნა ს. ჭანბამ.
აფხაზეთის სახალხო კომისართა საბჭოს საქმიანობაზე სიტყვით გამოვიდა ნ. ლაკობა. მისი გამოსვლის შემდეგ სხდომა დაიხურა.
მეოთხე სხდომა 23 დეკემბერს დილას გახსნა პ. გეგელიამ. სხდომაზე დეპუტატების თხოვნით ნ. ლაკობას გამოსვლა წაკითხულ იქნა აფხაზურ ენაზე. დასასრულ, სხდომა დაიხურა.
მეხუთე სხდომა 23 დეკემბერს საღამოს გახსნა პ. გეგელიამ. სხდომაზე დეპუტატების თხოვნით ნ. ლაკობას გამოსვლა წაკითხულ იქნა მეგრულ ენაზე.
შემდეგ ნ. ლაკობა პასუხობდა შეკითხვებზე, რომლებიც დელეგატებს წარმოეშვათ მისი მოხსენების საფუძველზე.
მოხსენებაზე კითხვებით გამოვიდნენ: სედოვი, ანქვაბი, დ. გოჭუა, გუმბა, ბასარია, პანტელიდი, ბარგანჯია და შ. ძაძუა. მისი გამოსვლის შემდეგ სხდომა დაიხურა.
მეექვსე სხდომა 24 დეკემბერს დილას გახსნა პ. გეგელიამ.
მოხსენებაზე კითხვებით გამოვიდნენ: ი. თოფურია და ჟუკოვი. გეგელიას მიმართვით ყრილობაზე კენჭი უყარეს კამათის გაგრძელების საკითხს. ყრილობამ უმრავლესობით მიიღო კამათის დასრულება.
საბოლოო სიტყვით გამოვიდა ნ. ლაკობა, რომელმაც უპასუხა დასმულ შეკითხვებს პასუხი.
მიწის რეფორმებზე სიტყვით გამოვიდა ზ. ბენია. მას კითხვები დაუსვეს: მიქანბამ, რომლის გამოსვლის შემდეგ სხდომა გამოცხადდა დახურულად.
აფხაზეთის ცაკის პირველი სესია
რედაქტირება1923 წლის 23 დეკემბერი
თავმჯდომარე გეგელია, მდივანი ლადარია.
დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ცაკის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევნები;
- მთავრობის არჩევნები;
- ეროვნებათა საბჭოში წევრების არჩევა;
- მიმდინარე საქმეები;
აფხაზეთის ცაკის თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეულ ს. ჭანბა, ხოლო თავმჯდომარედ და მდივნად — გეგელია.
აფხაზეთის ცაკის პრეზიდიუმში არჩეულნი იქნენ: ჭანბა, გეგელია, ვარდანია, ბორისენკო, ხაბურძანია, ალანია, მიქვაბია, ნაჭყებია, გუმბა.
აფხაზეთის მთავრობაში არჩეულ იქნენ:
- სახკომსაბჭოს თავმჯდომარე — ნ. ლაკობა;
- სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, შინსახკომი და ჩეკას თავმჯდომარე — ნ. ბახტაძე;
- იუსტიციის სახკომი, პროკურორი — ვარდანია;
- მიწათმოქმედების სახკომი — ბენია, მოადგილე — ფ. თორია;
- განათლების სახკომი — ს. ჭანბა, მოადგილე — ჭოჭუა;
- ჯანდაცვი სახკომი — სემერჯიევი, მოადგილე — შაგალოვი;
- ფინანსთა სახკომი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე — ალანია;
- შრომის სახკომი და ნარკომსობესი — ფილიმონოვი;
- უპკომხოზი გარდაიქმნა საერთორესპუბლიკურ ორგანოდ, მის თავმჯდომარედ — აშხაწავა, მოადგილე — ბორისენკო.
ეროვნებათა საბჭოში წარმომადგენლად არჩეულ იქნა ალანია.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აფხაზეთის ცაკის სესიების სამ თვეში ერთხელ გამართვის თაობაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Тулумджян А., „Съезды Советов Абхазии“, Сухуми: Абгосиздат, 1959.