აფშოს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აფშოდან აღმოსავლეთით, 800 მეტრზე, მდინარეების არაგვისა და აფშოსხევის შესართავთან, ტყით დაფარულ მთაზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. კოშკი სწორკუთხაა.ნაგებია ქვის ლოდებითა და დუღაბით. წყობა ირეგულარულია. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში გასამაგრებლად დატანებულია დაკუთხული მუხის ძელები. კოშკი დანგრეულია. შემორჩენილია 1 – 1,5 მეტრი სიმაღლის კედლები. კოშკიდან დასავლეთით 15 – 20 მეტრზე სამარხებია.

ლიტერატურა რედაქტირება