აუდიტორია 115
აუდიტორია 115 — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში 2016 წლის გაზაფხულზე დაფუძნებული მემარცხენე მოძრაობა[1]. მოძრაობის შემადგენლობაში სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები, ლექტორები და სამოქალაქო აქტივისტები ირიცხებიან[2].
ისტორია
რედაქტირებამოძრაობა 2016 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა. მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში სტუდენტთა ნაწილისათვის მიუღებელი კანდიდატის მონაწილეობამ[3]. კონკრეტული კანდიდატის წინააღმდეგ დაწყებული სტუდენტური გამოსვლები წარმატებით დასრულდა და სასწავლებელში დაგეგმილი კენჭისყრა ჩაიშალა[4]. არჩევნების გადავადების მიუხედავად, სტუდენტები მაინც არ დაშლილან და მთელი გაზაფხულის განმავლობაში განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმისა და უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წევრების გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს მართავდნენ[5]. ერთ-ერთი დემონსტრაციის მიმდინარეობისას „აუდიტორია 115“-ის წევრებმა თსუ-ის მეექვსე კორპუსის შენობაც დაიკავეს, რომელიც რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწოდების შემდეგ გაათავისუფლეს. პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს „კანონში უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილებების განხორციელებას დაპირდა[6][7].
მოძრაობის წევრთა მტკიცებით პრემიერ-მინისტრმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და საკანონმდებლო ცვლილებების პროცესის დაწყებას ხელი არ შეუწყო. პროტესტის ნიშნად „აუდიტორია 115„-ის წევრებს 2016 წლის ბოლოსა და 2017 წლის დასაწყისში რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ ოკუპირებული თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციული შენობა[8][9][10][11]
განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით გამართული კამპანიების გარდა, მოძრაობა მონაწილეობდა გიგანტური ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებსა[12] და დასაქმებულთა სოლიდარობის ღონისძიებებში. მშრომელთა უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმდინარე გამოსვლების დროს მოძრაობამ მოახერხა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის[13], რუსთავის აზოტის[14], საქართველოს რკინიგზისა[15] და „პალიტრა ჰოლდინგის„ შენობების დროებითი ბლოკირება. „აუდიტორია 115“-მა ჩაშალა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარე საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის განხილვაც[16].
შემადგენლობა
რედაქტირებამოძრაობას ვერტიკალური სტრუქტურა არ გააჩნია. ის ფართო მემარცხენე პლატფორმის საფუძველზე არაერთ ურთიერთგანსხვავებულ ჯგუფს აერთიანებს.[17]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ აუდიტორია 115-ის ერთი წელი
- ↑ აუდიტორია 115“-ის წევრები პოლიციაში დაიბარეს[მკვდარი ბმული]
- ↑ როგორ გახდა გიორგი გაფრინდაშვილი კანცლერობის კანდიდატი
- ↑ გიორგი გაფრინდაშვილი: მე უკან ვიხევ[მკვდარი ბმული]
- ↑ აუდიტორია 115-ის სტუდენტთა მოთხოვნები
- ↑ პრემიერი თსუ-ში ”აუდიტორია 115”-ის წევრებს ხვდება
- ↑ პრემიერ-მინისტრი უნივერსიტეტში "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს შეხვდა[მკვდარი ბმული]
- ↑ თსუ-ის მე-6 კორპუსი ბლოკირებულია - "აუდიტორია 115"-მა აქციები განაახლა
- ↑ აუდიტორია #115-მა თსუ-ის მეექვსე კორპუსი დაიკავა
- ↑ სტუდენტური პროტესტის 40 დღე
- ↑ რას ითხოვენ „აუდიტორია 115“-ის წევრი სტუდენტები
- ↑ "არა ნენსკრა ჰესს, არა დიდ კაშხლებს"-ხვალ თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება
- ↑ „მშრომელთა უფლებების დასაცავად“
- ↑ აუდიტორია #115: "აზოტის ქარხანაში" პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა და აქტივისტები სცემა[მკვდარი ბმული]
- ↑ „აუდიტორია 115": რკინიგზის შენობასთან აქციაზე ცოტნე ცხვედიანი და ირაკლი კუპრაძე დააკავეს
- ↑ The members of the "Auditorium 115" are the young Communists[მკვდარი ბმული]
- ↑ აუდიტორია #115