ატამანის ხიდი (რუს. Атаманский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ და ფრუნზეს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 39,5 მეტრი, ხოლო სიგანე — 31,7 მეტრი.

ატამანის ხიდი
რუს. Атаманский мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°54′54″ ჩ. გ. 30°22′29″ ა. გ. / 59.91500° ჩ. გ. 30.37472° ა. გ. / 59.91500; 30.37472
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია შემოვლითი არხი
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 39,5 
სიგანე 31,7 
გახსნის თარიღი 1914 წ.
რეკონსტრუქცია 1932, 1950, 1975 წწ.
ატამანის ხიდი — რუსეთი
ატამანის ხიდი
ატამანის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ატამანის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

მდებარეობს კრემენჩუგის ქუჩისა და გლუხოოზიორსკის გზატკეცილის დასაწყისში.

დინების ზემოთ მდებარეობს შლისელბურგის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ამერიკული ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „ალექსანდრე ნეველის მოედანი 2“.

სახელწოდება

რედაქტირება

სახელწოდება ცნობილია 1939 წლიდან და მიიღო ატამანის ქუჩის გამო, რომლის დასაწყისში დასავლეთ ნაწილში ხიდი მდებარეობდა 1975 წლამდე.

1914 წელს ხიდი მდებარეობდა ატამანის ქუჩის გაგრძელებაზე. იგი იყო ხისგან აგებული და სამმალიანი. 1932 წელს მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. 1950 წელს მისი ხის ზეწრები გამოცვალეს მეტალით, განაახლეს ხეფენილი. ხიდის სიგრძე გახდა 38,4 მეტრი, ხოლო სიგანე — 15 მეტრი.

1975 წელს ინჟინერ ა. დ. გუტცაიტისა და არქიტექტორ ლ. ა. ნოსკოვის პროექტის მიხედვით ააგეს ახალი რკინა-ბეტონის ხიდი. ხიდი გადაიტანეს 180 მეტრით ზემოთ დინების მიმართულებით. ხიდის ახალი ადგილმდებარეობა საშუალებას აძლევდა პირდაპირი სატვირთო გზა შექმნილიყო, რომელიც ცენტრალურ და ნევის რაიონებს დააკავშირებდა ერთმანეთთან.

ხიდი ამჟამად ერთმალიანია, აგებულია რკინა-ბეტონით და ძალიან ჰგავს ნოვო-კამენის ხიდს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება