ასუსენა ვილიაფლორი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ასუსენა ვილიაფლორი (ესპ. Azucena Villaflor; დ. 7 აპრილი, 1924 ― გ. 10 დეკემბერი, 1977) ― არგენტინელი აქტივისტი და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „პლასა-დე-მაიოს დედების“ ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც არგენტინის ბინძური ომის დროს იძულებით გაუჩინარებულ ადამიანებს ეძებს.

ასუსენა ვილიაფლორი

ვილიაფლორი 1970-იან წლებში
დაბადების თარიღი 7 აპრილი, 1924
ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა
გაუჩინარდა 10 დეკემბერი, 1977
ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა
სხეული იპოვეს, 20 დეკემბერი, 1977
საქმიანობა აქტივისტი
მეუღლე(ები) პედრო დე ვინსენტი
შვილ(ებ)ი 4

ადრეული წლები

რედაქტირება

ვილიაფლორი დაბალი კლასის ოჯახში, ფლორენტინო ვილიაფლორის, 21 წლის ბამბის ქარხნის მუშისა და 15 წლის ემა ნიცის ოჯახში დაიბადა. ვილიაფლორის ოჯახი მამის ხაზით, სამხედრო პერონიზმში იყო ჩართული.[1][2]

16 წლის ასაკში ვილიაფლორმა მდივნად დაიწყო მუშაობა, სადაც პედრო დე ვინსენტის, მუშათა კავშირის დელეგატს შეხვდა. 1949 წელს ის და დე ვინსენტი დაქორწინდნენ და 4 შვილი შეეძინათ.[3] ისინი ბუენოს-აირესის პროვინციაში, ვილია-დომინიკოში ცხოვრობდნენ.[4]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

ვილიაფლორის ბიოგრაფია ენრიკე აროსაგარაის ავტორობით, 1997 წელს გამოიცა.[4] 1996 წელს ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა.[5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Arrosagaray, Enrique (1997). Biografía de Azucena Villaflor: creadora del Movimiento Madres de Plaza de Mayo (Spanish). Buenos Aires: Catalogos. ISBN 978-9-8729-2939-8. OCLC 37753161. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Viau, Susana (9 December 2005). „La fundadora de las Madres“. Página 12 (ესპანური). ციტირების თარიღი: 3 May 2023.
  2. Azucena Villaflor de Vicenti. Diario Mar de Ajó Enrique Arrosagaray, María del Rosario Carballeda de Cerutti, María Adela Gard de Antokoletz, Nora Cortiñas, Hebe Bonafini. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ნოემბერი 2007. ციტირების თარიღი: 30 November 2017.
  3. (2006) Memoria, verdad y justicia a los 30 años X los treinta mil: voces de la memoria (es). Buenos Aires: Ediciones Baobab, გვ. 37. ISBN 9875520640. 
  4. 4.0 4.1 Arrosagaray, Enrique (2021). Biografía de Azucena Villaflor: creadora del movimiento Madres de Plaza de Mayo (es). Buenos Aires: Editorial Cirenflores. ISBN 9789874039286. 
  5. Welch, Michael (2022). The Bastille effect: transforming sites of political imprisonment (en). Berkeley: University of California Press, გვ. 178. ISBN 9780520386037.