ასურნასირფალ II
ასურნასირფალ II, ასურეთის მეფე ძველი წელთაღრიცხვით 883 - ძვ. წ. 859. მის დროს საფუძველი ჩაეყარა „ახალი ასურული სამეფოს“ სამხრეთ ძლიერებას. ასურნასირფალ II აწარმოებდა ომებს მეზობლების წენააღმდეგ. დაარბია ჩრდილოეთ შუამდინარეთში დასახლებული არამეელები, რომლებიც წინა ორი საუკუნის მანძილზე დიდად ავიწროებდნენ ასურელებს. დიდი ბრძოლები გადაიხადა ჩრდილოეთით - ნაირისა და ურარტუს ქვეყნებთან. დაიპყრო ევფრატის დასავლეთი მდებარე მიწები - სირიისა და ფინიკიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი ლაშქრობები ხასიათდებოდა დიდი სისასტიკით დაპყრობილი მოსახლეობის მიმართ. ამ ლაშქრობათა ამბები მოთხრობილია ასურნასირფალ II ანალებში, ხოლო მრავალი სცენა წარმოდგენილია ქ. ქალზუში მისი სასახლის კედლებზე ამოკვეთილ ბარელიეფებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 662.