ასტრახანის ქართველ მოღვაწეთა პანთეონი
ასტრახანის ქართველ მოღვაწეთა პანთეონი — საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც 1737 წლის 30 მარტს ქართლის მეფე ვახტანგ VI ასტრახანის კრემლის მიძინების ტაძარში დაკრძალეს. 1750 წელს ამავე პანთეონში დაასაფლავეს ვახტანგის თანამებრძოლი, მთავარეპისკოპოსი იოსებ სამებელი (ქობულაშვილი), 1752 წელს — მწერალი და კულტურის მოღვაწე მიტროპოლიტი რომანოზი (ერისთავი), 1762 წელს — თეიმურაზ II, შემდეგში — მწერალი და მოგზაური, მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი), ასტრახანის მთავარეპისკოპოსი გაიოზ რექტორი. ქართველი საზოგადოება ყურადრებით ეკიდებოდა ასტრახანის ქართველ მოღვაწეთა პანთეონს. 1907 წელს პანთეონი ინახულა და აღწერა მწერალმა ჭ. ლომთათიძემ. XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან ქართული კულტურის ძეგლებისადმი ინტერესი გაიზარდა. ამ საბაბით ისარგებლეს და უნებართვოდ გახსნეს ვახტანგ VI-ის აკლდამა. 1971 წელს ყოფილი სსრკ კულტურის სამინისტროს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ასტრახანის მიძინების ტაძრის რესტავრაცია ჩაატარა. აკლდამები გახსნეს და ნეშტი კედლებში ჩაასვენეს. 1983 წელს ტაძრის ზედა სართულზე დადგეს ძეგლი ქართველ მოღვაწეთა პატივსაცემად.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 236.
- პაიჭაძე გ., ჯაფარიძე ვ., ქართული ისტორიული ძეგლები ქ. ასტრახანში, თბ., 1974.