ასტორია (რუს. Астория; 1916 წლიდან პეტროგრადის სამხედრო სასტუმრო; 1918 წლიდან პეტროგრადის საბჭოების პირველი სახლი; 1924 წლიდან ლენინგრადის საბჭოების პირველი სახლი) — ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1911-1912 წლებში არქიტექტორ ფიოდორ ლიდვალის პროექტით. მდებარეობს ისააკის მოედანზე ისააკის ტაძრის ახლოს. არის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლი.

ასტორია
Астория
კოორდინატები 59°55′58″N 30°18′32″E / 59.932778° ჩ. გ. 30.308889° ა. გ. / 59.932778; 30.308889
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
არქიტექტორი ფიოდორ ლიდვალი
სტილი ნეოკლასიციზმი
დაწყების თარიღი 1911
დასრულების თარიღი 1912
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810065000

XIX საუკუნეში აღნიშნულ ადგილზე მდებარეობდა თავად ა. ლვოვის სახლი. XX საუკუნის დასაწყისში ნაკვეთი სახლთან ერთად შეიძინა ინგლისურმა სააქციონერო საზოგადოებამ „პალას-ოტელმა“, რომელსაც უნდა აეშენებინა ამ ადგილზე სასტუმრო მდიდრული ოთახებით. 1908 წელს ლვოვოს ყოფილი სახლი დაშალეს. ახალი სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა 1909 წლის ბოლოსთვის, მაგრამ შენობის მშენებლობა მიმდინარეობდა 1911 წლიდან და დასრულდა 1912 წელს. პროექტის ავტორი გახდა ცნობილი პეტერბურგელი არქიტექტორი ფიოდორ ლიდვალი. მშენებლობაში ასევე მონაწილეობდნენ ინჟინრები ნ. პ. კოზლოვი და ინჟIნერ-არქიტექტორი კ. გ. ეილერსი.

სასტუმროს ოფიციალური გახსნა შედგა 1912 წლის 23 დეკემბერს. სახელწოდება მიიღო ნიუ-იორკის ფეშენებელური სასტუმროს მიხედვით, რომლის მფლობელებიც იყვნენ ასტორების საგვარეულოს ბიძაშვილები. სასტუმროს პირველი დირექტორი გახდა ფრანგი ლუი ტერიე.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ასტორია გახდა სამხედრო სასტუმრო, აქ ცხოვრობდნენ მაღალი კლასის ოფიცრები. 1917 წლის რევოლუციური მოვლენების დროს სასტუმრო მათი ცენტრი იყო და ის შტურმით აიღეს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოხდა მისი ნაციონალიზაცია. ლენინის ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შემდეგ იგი აქციაზე გაიტანეს. 1929 წელს სასტუმრო გადაეცა სააქციო საზოგადოებას „ინტურისტი“, რომლის მფლობელობაშიც სასტუმრო დარჩა 1996 წლამდე.

დიდი სამამულო ომის პერიოდში, 1941 წელს სასტუმროში ჰოსპიტალი განათავსეს, სადაც მკურნალობდნენ ქალაქში დარჩენილი მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები.

ამჟამად სასტუმროს მფლობელია კომპანია „Rocco Forte Hotels“, რომელიც ფლობს 11 ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და კურორტს მსოფლიოს მასშტაბით. სასტუმროში 169 ნომერია, საიდანაც 86 ლუქსის კლასისაა, მათ შორისაა საპრეზიდენტო აპარტამენტები ორი საძინებლით, ერთი სამეფო ლუქსი აივნით და სამეფო ლუქსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება