ასტონ ვილა (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან ასტონ ვილა)

„ასტონ ვილა“ (ინგლ. Aston Villa Football Club) — საფეხბურთო კლუბი ინგლისში, რომელიც დაარსდა უიტონში, ბირმინგემში, 1874 წელს. საშინაო შეხვედრებს მართავს სტადიონ — „ვილა პარკზე“ 1897 წლიდან.

ასტონ ვილა
Aston Villa
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ასტონ ვილა
მეტსახელი Lions(ლომები)
მოკლე სახელი ვილა
დაარსდა მარტი, 1874[1]
სტადიონი ვილა პარკი[2]
(ტევადობა: 42 657[3])
მწვრთნელი უნაი ემერი
კაპიტანი ტაირონ მინგსი
ლიგა პრემიერ ლიგა
2023-24 მე-4 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ასტონ ვილა არის ერთ-ერთი უძველესი და წარმატებული კლუბი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. ვილამ 1981–82 წლებში მოიგო ევროპის თასი და იმ ხუთ ინგლისურ კლუბს შორის შედის, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული.

გუნდის ისტორიული მტერია ბირმინგემ სიტი, სწორედ ამ ორ გუნდს შორის იმართება უძველესი ბირმინგემული დერბი, რომელიც პირველად 1879 წელს გაიმართა.

„ასტონ ვილამ“ ისტორიის განმავლობაში 110 სეზონი ჩაატარა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „ევერტონს“ აქვს (121).

კლუბს ისტორიაში 7-ჯერ აქვს მოგებული ინგლისის უმაღლესი დივიზიონი, მათ შორის ბოლო 1981 წელს.

ბირმინგემული კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი, 657 მატჩი ჩარლი აიტკენს აქვს ჩატარებული. მეორე ადგილზე 531 მატჩით ბილი უოკერია, მესამე ადგილზე გორდონ კოუენსი - 508.

ყველაზე მეტი გოლი „ვილას“ მაისურით ბილი უოკერმა გაიტანა - 244 ბურთი. მას 2 გოლით ჩამორჩება ჰარი ჰემპტონი (242), სამეულს 187 გოლით ჯონ დევი ხურავს.

კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი მუსა დიაბია, რომლის ტრანსფერიც „ასტონ ვილას“ 2023 წლის ზაფხულში £51,9 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

მათ ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი ჯეკ გრილიშია. „მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ £100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

„ასტონ ვილა“ ამჟამად თამაშობს ვილა პარკზე, რომელიც 42,657 მაყურებელს იტევს.

ფეხბურთელები

რედაქტირება

მიმდინარე შემადგენლობა

რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   არგენტინა ემილიანო მარტინესი
2 მცველი   პოლონეთი მეთი ქეში
3 მცველი   ბრაზილია დიეგო კარლოსი
4 მცველი   ინგლისი ეზრი კონსა
5 მცველი   ინგლისი ტაირონ მინგსი (კაპიტანი)
6 ნახევარმცველი   ბრაზილია დუგლას ლუიზი
7 ნახევარმცველი   შოტლანდია ჯონ მაკგინი
8 ნახევარმცველი   ბელგია იური ტილემანსი
9 თავდამსხმელი   ბურკინა-ფასო ბერტრან ტრაორე
10 ნახევარმცველი   არგენტინა ემილიანო ბუენდია
11 თავდამსხმელი   ინგლისი ოლი უოტკინსი
12 მცველი   საფრანგეთი ლუკა დინი
14 მცველი   ესპანეთი პაუ ტორესი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
15 მცველი   ესპანეთი ალექს მორენო
16 მცველი   ინგლისი კალუმ ჩემბერსი
17 მცველი   საფრანგეთი კლემან ლანგლე
19 თავდამსხმელი   საფრანგეთი მუსა დიაბი
22 ნახევარმცველი   იტალია ნიკოლო ძანიოლო
24 თავდამსხმელი   კოლუმბია ჯონ დურანი
25 მეკარე   შვედეთი რობინ ოლსენი
30 მცველი   ინგლისი კორტნი ჰაუსი
31 თავდამსხმელი   იამაიკა ლეონ ბეილი
32 ნახევარმცველი   ბელგია ლეანდერ დენდონკერი
41 ნახევარმცველი   ინგლისი ჯეიკობ რემზი
44 ნახევარმცველი   საფრანგეთი ბუბაქარ კამარა


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Aston Villa Football Club information“. BBC Sport. 1 January 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 26 June 2007.
  2. Getting to Villa Park. Aston Villa F.C. ციტირების თარიღი: 19 March 2012.
  3. Riach, James (10 February 2010). „Villa held by 10 man United“. Sky Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 19 March 2012.
    McNulty, Phil (11 February 2010). „Aston Villa 1–1 Man Utd“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 19 March 2012.