ასტერიქსი და გუთები
„ასტერიქსი და გუთები“ (ფრანგ. „Astérix et les Goths“) — რიგით მესამე წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორი რენე გოსინია, ხოლო მხატვარი - ალბერ უდერზო. კომიქსი იბეჭდებოდა ჟურნალში Pilote (1961-1962, გამოშვებები 82–122), ხოლო ალბომის სახით გამოიცა 1963 წელს, გამომცემლობის Hachette მიერ.
„ასტერიქსი და გუთები“ | |
---|---|
„Astérix et les Goths“ | |
| |
გამომცემელი | Hachette |
გამოცემის თარიღი | 1963 |
გმირი(ები) | ასტერიქსი, ობელიქსი, პანორამიქსი, გუთები |
გუნდი | |
ტექსტის ავტორ(ებ)ი | რენე გოსინი |
მხატვარი(ები) | ალბერ უდერზო |
პირველი გამოცემა | |
პირველად გამოიცა | ჟურნალი Pilote |
გამოცემა | 82–122 |
გამოცემის თარიღები | 1961–1962 |
ენა | ფრანგული |
ISBN | ISBN 2-01-210003-1 |
ქრონოლოგია | |
წინა | „ასტერიქსი და ოქროს ნამგალი“ (1962) |
შემდეგი | „გლადიატორი ასტერიქსი“ (1964) |
სიუჟეტის მიხედვით, დრუიდ პანორამიქსს (ისევე, როგორც პირველ ამბავში, „გალი ასტერიქსი“) კვლავ იტაცებენ – ამჯერად გუთები. მათ სურთ, გამოსტყუონ ძალის მოსამატებელი სასწაულმოქმედი ელიქსირის საიდუმლო და რომის იმპერიის წინააღმდეგ გაილაშქრონ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება