ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბი

ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბიასპინძის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა დამტკიცებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებით, 18 მაისი, 2011 წ.
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი 8 მეწამული ჯვარი, სამეფო ოქროს გვირგვინი, ოქროს გრაგნილი და ოქროს კვერთხი
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი ასპინძა

აღწერილობა

რედაქტირება

გერბის ფარის ოქროს ველზე მოთავსებულია მცირე ფარი თანმხლები 8 მეწამული ჯვრით (3-2-3), მცირე ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია სამეფო ოქროს გვირგვინი, ხოლო მის ქვემოთ ერთმანეთზე ჯვარედინად დადებული ოქროს გრაგნილი და ოქროს კვერთხი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ასპინძა“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება