ასონიანთ ეკლესია
ასონიანთ ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხოველში, სოფლის სამხრეთ აღმოსავლეთით ორიოდე კილომეტრზე, ტყეში. მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია აფსიდის სამხრეთ გვერდის კვალი. ეკლესია ნაგები ყოფილა მოზრდილი ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 199.