ასლან აბაშიძე (იურისტი)
ასლან ხუსეინის ძე აბაშიძე (დ. 18 ნოემბერი, 1958, სოფ. ცხემნა, ახლანდ. ქედის მუნიციპალიტეტი) — რუსეთში მოღვაწე იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. სამართლის დოქტორი (1997), პროფესორი (2001); რუსეთის ფედერაციის დამსახურებული იურისტი.
დაამთავრა პატრის ლულუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის (ახლანდ. რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი) ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი (1985). 1988 წლიდან მუშაობდა იმავე უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრაზე, 2011 წლიდან — კათედრის გამგედ. ამავდროულად, 2001 წლიდან მოღვაწეობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სტრუქტურებში, მ. შ., 2010-2019 წლებში გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ არჩეული იყო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის წევრად. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა რუსეთის სახელმწიფო ორგანოებთან არსებული საექსპერტო ჯგუფების მუშაობაში. აბაშიძე არის 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ასლან აბაშიძე — გაეროს საერთაშორისო სამართლის აუდიოვიზუალური ბიბლიოთეკა
- ასლან აბაშიძე — რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი