ასკილაურის მესამე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასკილაურის ეკლესია.

ასკილაურის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ასკილაურის ჩრდილო-დასავლეთით ორიოდე კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკენეებს.

ასკილაურის მესამე ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ასკილაური

ეკლესია დარბაზულია, აქვს თანადროული მინაშენი სამხრეთიდან, რომლის ძირითადი ნაწილი წყობის გადაბმით უკავშირდება (ზომები გარედან სიგრძე-6,80 მეტრი, სიგანე-6,55 მეტრი). საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და სრულიად დამუშავებული ქვიშაქვის ნატეხი ქვა. ამ უკანასკნელით, მეტწილად, შენობის გარეთა კედლებია ნაწყობი. შიგნით კედლების ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით, რომელშიც შიგადაშიგ საპირე ქვების ზედაპირს თითქმის მთლიანად ფარავს.

შენობა ძლიერაა დაზიანებული: ჩამოქცეულია ეკლესიისა და მინაშენის კამარა. თითქმის მთლიანადაა დანგრეული მინაშენის სამხრეთი კედელი, დარბაზულია საკურთხევლის კონქი, ეკლესიის ჩრდილოეთ კედელს, ორივე ბოლოში, გამჭოლი ბზარები დაუყვება, ინტერიერში აწეულია მიწის დონე და ამოსულია ხეები, გარეთა კედლების საპირე წყობის ქვები. ალაგ-ალაგ ჩამოცვენილია. ეკლესიის ჩრდილოეთი ნახევარი დაახლოებით 1,5 მეტრ სიმაღლეზე მიწაშია ჩამჯდარი.

შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან, მინაშენიდან აქვს. კარი გარედან თარაზულად იყო გადახურული (შემორჩენილია ზღუდრის ორივე ბოლოს კვალი) შიგნიდან კი - თაღით (შემორჩენილია ორივე ქუსლის წყობა).

აფსიდი გეგმით ნახევარწრიულია. აფსიდის შუაში გაჭრილია მაღალი, ნახევარწრიული თაღით დასრულებული სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის, ოთხკუთხა ნიშაა. სარკმელი, როგორც ჩანს, გარედანაც თაღით იყო გადახურული (გარეთა ღიობის საპირე ქვები მთლიანად ჩამოცვენილია). აფსიდის მხრები დასრულებულია შირიმის მარტივი პროფილის კაპიტელით. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის ნაწილი, თაღთან ერთად ჩამოშლილია.

მინაშენი ვიწროა ( სიგანე-1,1 მეტრი). აღმოსავლეთით იგი დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც გაჭრილია შიგნიდან და გარედან თარაზულად გადახურული, ვიწრო სარკმელი. მინაშენი გადახურული იყო ერთიანი კამარით, რომელის ნაშთი ეკლესიის ძირითადი ნაწილის სამხრეთ კედლის მთელ სიგრძეზეა შემორჩენილი. მინაშენის სამხრეთ კედლის სტრუქტურა, გათხრა გასუფთავების გარეშე, ვერ დგინდება.

მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან გაურკვეველი დანიშნულების სადგომი მიუშენებიათ (შემორჩენილია აღმოსავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთი ნაწილი), რომლის აღმოსავლეთ კედელი (სიმაღლე 1,8 მეტრი) ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ხაზზეა. გარედან, სადგომის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეზე მიბჯენილია ქვიშაქვის ნატეხი ქვით ნაგები, მრუდე კედელი (სიგრძე დაახლოებით 5 მეტრი სიმაღლე-1,2-1,4 მეტრი ), რომლიც აღმოსავლეთით მიემართება.

ლიტერატურა

რედაქტირება