ასი (ლათ. as ) — სპილენძისაგან ჩამოსხმული რომაული მონეტა; წონა – 272,8 გრ.; მონეტის ავერსზე გამოსახულია იანუსი, რევერსზე – გემის ცხვირი. შეიცავს 12 უნციას და იყოფა შემდეგ ერთეულებად: სემისი (6 უნციის ღირებულებისა, შუბლზე – იუპიტერი), ტრიენსი ( 4 უნცია, შუბლზე – მინერვა), კვადრანსი ( 3 უნცია, შუბლზე – ჰერმესი), სექსტანსი ( 2 უნცია, შუბლზე – ჰერმესი) და უნცია ( შუბლზე – რომა). ზურგზე ყველა ერთეულს ერთნაირი გამოსახულება აქვს. ასის მოჭრა ძვ. წ. 338 წელს დაიწყო და მიმოქცევაში იყო რამდენიმე საუკუნე.

ასი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი გვ. 2