ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ასიფ აბას-ოღლუ ჰაჯიევი (აზერ. Asif Abbas oğlu Hacıyev; დ. 3 აპრილი, 1960) — აზერბაიჯანელი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი, ბაქოს სლავური უნივერსიტეტის (ბსუ) რექტორი (2014–2016), აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი.

ასიფ ჰაჯიევი
დაბადების თარიღი 3 აპრილი, 1960
მარნეული, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი
დამსაქმებელი ბაქოს სლავური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1960 წლის 3 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის ქალაქ მარნეულში (ყოფილი სარვანი). 1977 წელს დაამთავრა ქალაქ ბაქოს № 246 საშუალო სკოლა, 1982 წელს ბაქოს სლავური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი წარჩინებული დიპლომით. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1998 წელს სადოქტორო დისერტაცია. ლიტერატურის თეორიის კათედრის პროფესორი. კითხულობს ლექციებს ლიტერატურის თეორიაში, რუსული ლიტერატურის კრიტიკის ისტორიაში, პოეტიკაში, ლიტერატურათმცოდნეობის ისტორიასა და მეთოდოლოგიაში, მიჰყავს სპეცკურსები და სპეცსემინარები. 2000–2014 წლებში მუშაობდა პრორექტორად, 2014–2016 წლებში ბაქოს სლავური უნივერსიტეტის რექტორად.

2016 წლიდან აზერბაიჯანის უნივერსიტეტის პროფესორი.

სამეცნიერო საქმიანობა

რედაქტირება

ასევე დაკავებულია ისტორიული, ეთნიკური კულტურისა და ახალციხელი თურქების ფოლკლორის კვლევებით (Ahısqa türkləri, Axısxa türkləri, Ahıska türkləri, მესხეთში მცხოვრები თურქები, თურქი-მესხები, Meskhetian Turks, Ahiska Turks), მისი წიგნები და მის მიერ ამ ოლქში შეგროვებული ფოლკლორულ-ეთნიკური მასალები გამოცემულია აზერბაიჯანში და თურქეთში.

ბორჩალოური თურქული ფოლკლორის შეკრების, გამოკვლევისა და პროპაგანდისათვის გაწეული შრომისათვის დაჯილდოვდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ბორჩალოს საპატიო დიპლომით. ზოგიერთი შრომა გამოცემულია რუსეთში, თურქეთში, ბულგარეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში. დაახლოებით 200 სტატიის, მათ შორის მონოგრაფიებისა და სამეცნიერო სახელმძღვანელოების ავტორი. არის 50-ზე მეტი მონოგრაფიის, სამეცნიერო კრებულების, სახელმძღვანელოების რედაქტორი, კონსულტანტი, რეცენზენტი. 30-ზე მეტი დისერტაციის, მათ შორი 10 სადოქტორო შრომის დაცვაზე ოპონირებას ახდენდა. რამდენიმე დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო.

იყო საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ვოლგოგრადში, კიევში, ანკარაში, სტამბულში, დრეზდენში, რომში, ტაშკენტში, დუშამბეში, თბილისში, მინსკში, გროზნოში, ვარნეში, შუმენში და სხვა ქალაქებში.

არის ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობის კვლევის ცენტრის სამეცნიერო-რედაქციული საბჭოს წევრი.

ის არის ჟურნალების „აზერბაიჯანში რუსული ენა და ლიტერატურა“ და „ლიტერატურული აზერბაიჯანი“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, სამეცნიერო ჟურნალების „მსლუ-ს მაცნე“ (მოსკოვი) და „სამეცნიერო დიალოგი“ (რუსეთი, ეკატერინბურგი) სარედაქციო საბჭოს წევრი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ეროვნული პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებულის „საზრისი“ სამეცნიერო-კონსულტაციური საბჭოს წევრი, ჟურნალის „გარაპაპახლარი“ („კარაბაბახი“, საქართველო) რედკოლეგიის წევრი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ევრაზია“ (თურქეთი) წევრი, სამეცნიერო შრომების „ფილოლოგის ბიბლიოთეკა“, „ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლელვების აქტუალური პრობლემები“ და ა. შ. წევრი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასიფ_ჰაჯიევი“-დან