ასიმილაცია (ენათმეცნიერება)

ასიმილაცია, დამსგავსებასიტყვაში ბგერის ისე შეცვლა, რომ იგი ემსგავსება იმავე სიტყვის სხვა ბგერას. მაგალითად:

  1. შიში (← სიში);
  2. შიმშილი (← სიმშილი);
  3. შეშა (← სეშა);
  4. ცეცხლი (← სეცხლი).

არსებობს ასიმილაციის რამდენიმე სახე: მანძილის მიხედვით არსებობს კონტაქტური (უშუალო მეზობლობაში) და დისტანციური (დაშორებული მანძილით) ბგერათასიმილაცია. ხოლო მიმართულებების მიხედვით ასიმილაცია ორგვარია, პროგრესიული და რეგრესიული. პირველის დამსგავსებას მეორესთან რეგრესიული ასიმილაცია ეწოდება, რეგრესიული ასიმილაცია შესაძლოა იყოს სრული ან ნაწილობრივი. ასიმილაცია პროგრესიულია, იმ შემთხვევაში როდესაც იგი მიმართულია სიტყვის დასაწყისისკენ.

არსებობს ასიმილაციის საწინააღმდეგო ფონეტიკური მოვლენა – დისიმილაცია, ანუ განმსგავსება. ასიმილაციის მსგავსად, დისიმილაციაც შეიძლება იყოს პროგრესული და რეგრესული, კონტაქტურიც და დისტანციურიც.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აკაკში შანიძე, ლეო კვაჭაძე, „ქართული ენა 5“, საქართველოს მაცნე, გვ. 44, თბ., 2014 წელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება