ანთეოს ასათიანი
ანთეოს ერასტეს ძე ასათიანი (დ. 18 მაისი [ ძვ. სტ. 6 მაისი], 1895, ქუთაისი ― გ. 16 იანვარი, 1981, თბილისი) — ქართველი ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961)
ბიოგრაფია
რედაქტირება1921–1922 წლებში იყო გაზეთ „კომუნისტის“ პასუხისმგებელი მდივანი, 1924–1925 წლებში პარტიის ახალციხის სამაზრო კომიტეტის პირველი მდივანი, 1927 საქართველოს მთავლიტის უფროსი, 1935–1936 ამიერკავკასიის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის პირველი მოადგილე, 1938 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1942–1947 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო გამომცემლობის დირექტორი. 1944–1947 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კვების ჰიგიენის კათედრის გამგე, 1947–1952 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1947–1974 წლებში განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოციალური ჰოგიენის და ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრას. ასათიანი საქართველოს ჰიგიენისტთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1939) და თავმჯდომარეა (1963–1968), 1968 წლიდან საქართველოს მედიცინის ისტორიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარე. დაამუშავა რაციონალური კვებისა და სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების ზოგიერთი საკითხი. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 620.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 223.