გიორგი არჯევანიძე

(გადამისამართდა გვერდიდან არჯევანიძე, გიორგი)

გიორგი პავლეს ძე არჯევანიძე (დ. 24 იანვარი, 1863, სიღნაღი ― გ. 16 იანვარი, 1940, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1916).

პოლკ. გ. არჯევანიძე. მიხეილ მიზერნიუკის ნახატი, 1916.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა პეტროვსკ-პოლტავის სამხედრო გიმნაზია. 1881 წლიდან იყო რუსეთის სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1905 აგვისტოდან). პოლკოვნიკი (1910). I მსოფლიო ომის დროს თავი გამოიჩინა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა არზრუმის ციხესიმაგრის გარემოცვა-აღებაში, ხელმძღვანელობდა კუპდაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას. 1918–1921 წლებში მსახურობდა საქართველოს არმიაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არჯევანიძე შევიდა წითელ არმიაში. 1921 წელს იყო ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი, 1922 წლის მაისიდან - ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის, ხოლო 1927 წლის სექტემბრიდან ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პედაგოგი. 1928 წლის იანვრიდან პერსონალური პენსიონერი.

ლიტერატურა

რედაქტირება