არწივი (საეკლესიო ნივთი)
არწივი — სამღველმთავრო წირვის ატრიბუტი, ძირს დასაფენი პატარა, ოვალური ან მრგვალი ფორმის ხალიჩა, რომელზეც გამოსახულია არწივი და ქალაქი. ქალაქი განასახიერებს საეპისკოპოსოს, რომელსაც მართავს მღვდელმთავარი, ხოლო არწივი, რომელიც ქალაქს დაჰყურებს აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსი, არწივის მსგავსად, მიწიერიდან ზეციურისაკენ უნდა ისწრაფოდეს. წირვის დროს ეპისკოპოსი დგას ამ ქსოვილზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19 2004 წ.
- აკაკი მეგრელიშვილი, „მწუხრისა და ცისკრის ლოცვათა და წირვის განმარტებანი“, თბ. 2003