არჩილ ფირცხალავა (დ. 22 იანვარი 1944, ქ. ზუგდიდი — გ. 28 დეკემბერი 1985) — ქართველი პოეტი, რედაქტორი, კორესპონდენტი.

არჩილ სულაქველიძე
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1944
ზუგდიდი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 28 დეკემბერი, 1985 (41 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, რედაქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

არჩილ ფირცხალავა დაიბადა 1944 წლის 22 იანვარს ზუგდიდში. სწავლობდა ზუგდიდის მე-6 საშუალო სკოლაში. დაამთავრა ამავე ქალაქის საღამოს სკოლა. 1967-1972 წლებში მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობაზე მებეტონედ. იყო გაზეთ „ენგურის ჩირაღდნის“ რედაქტორი და სოხუმის გაზეთ „კომუნისტური შრომის“ კორესპონდენტი. ლექსების წერა 10 წლის ასაკიდან დაიწყო. პირველი წიგნი „გარდუვალობა“ გამოსცა 1985 წელს. გამოცემულია აგრეთვე მისი კრებულები „ცისფერი სინათლე“ (1992) და „წყავის გვირგვინი“ (2003).

გარდაიცვალა 1985 წლის 28 დეკემბერს. დაკრძალულია ზუგდიდში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ქართული მწერლობა“ — გამომცემლობა „დილა“, თბ., 2011.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება