არჩილ სერაპიონის ძე დადუნაშვილი (დ. 16 ოქტომბერი. 1916, ქუთაისი, — გ. 30 აგვისტო, 1997, იქვე) — ქართველი ენერგეტიკოსი, ხელსაწყოთმშენებელი. საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1978), გამომგონებელი (1991). ტექიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1962).

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1940 წელს. 1932 წლიდან 16 წლისამ მუშაობა დაიწყო რიონჰესის მშენებლობაზე. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1947–1969 წლებში მუშაობდა „საქენერგოს“ დასავლეთ საქართველოს ენერგოსისტემაში. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა დასავლეთ საქართველოში არსებული ენერგოსისტემის რეკონსტრუქცია, აშენდა ახალი ობიექტები, მოხდა მათი ავტომატიზაცია. სისტემაში დაინერგა მისი გამოგონებები. 1969–1991 წლებში მუშაობდა ქუთაისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორად. 1958 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. არის სამეცნიერო ნაშრომების, 39 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურარედაქტირება