საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) — საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორი. ამ სტატუსის შესაბამისად, ეწევა ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო კოორდინაციას და ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას. კომპანია, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან ელექტროენერგიის გაცვლის პროცესს და აქტიურად თანამშრომლობს მათი გადამცემი სისტემების ოპერატორებთან.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი ენერგეტიკა
დაფუძნდა 2002 წ.
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
მფლობელი სახელმწიფო
თანამშრომელი 1400-მდე
შვილობილ(ებ)ი ქარჩალ-ენერჯი
საიტი ოფიციალური საიტი

სსე, როგორც გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორი, პასუხისმგებელია, რეალურ დროში, ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე.

სსე უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადაცემასა და დისპეტჩერიზაციას. გადამცემ ქსელს მართავს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ხოლო მის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს 4 რეგიონული ფილიალი (აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთის და კახეთის რეგიონული ქსელები). სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, სსე ახორციელებს სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების ცალკეული ელემენტების გამორთვას და საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეზღუდვას. ამზადებს რელეური დაცვის სქემებს და აანალიზებს ქსელში მომხდარ ავარიებს.

სსე-ს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური გამოყენების მიზნით, კოორდინაციას უწევს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების საქმიანობას. ასევე, მართავს გადამცემ ქსელს სტანდარტულ და ავარიულ სიტუაციებში. დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, სსე ახორციელებს სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების ცალკეული ელემენტების გამორთვას და საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეზღუდვას. ამზადებს რელეური დაცვის სქემებს და აანალიზებს ქსელში მომხდარ ავარიებს.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ჩამოყალიბდა 2002 წელს შპს „ელექტროდისპეტჩერიზაციისა“ და სს „ელექტროგადაცემის“ შერწყმის საფუძველზე. 2002 წლის დეკემბრიდან სსე-ს მენეჯმენტს უწევდა ირლანდიური კომპანია ESB International-ი, რომელმაც კომპანიის 5 წლიანი მართვის უფლება მოიპოვა „მსოფლიო ბანკის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში — „ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მხარდამჭერი პროექტი“. 2007 წლის ნოემბრიდან აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, სსე-ის მართვა ქართულმა დირექტორატმა განაგრძო.

სსე-ს აქციების სრულ პაკეტს ფლობს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

სსე-ს ხელმძღვანელი ორგანოებია: აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორი — გიორგი გიგინეიშვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება