არჩილ გოკიელი
არჩილ პეტრეს ძე გოკიელი (დ. 27 აგვისტო [ძვ. სტ. 14 აგვისტო], 1903, ქუთაისი — გ. 30 ნოემბერი, 1985, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1954), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1963 წ.).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ–ეკონომიკური ფაკულტეტი 1925 წელს. 1926–1930 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო და საფინანსო უწყებებში. 1928 წლიდან კითხულობდა ლექციებს ფინანსთა სახალხო კომისარიატის სააღრიცხვო და საფინანსო კურსებზე, შემდეგ კი – თბილისის საფინანსო-კოოპერაციულ ინსტიტუტში; 1933 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1937–1938 წლებში იყო ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, 1958–1985 წლებში კი — სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრის გამგე. გოკიელის სამეცნიერო შრომებში განხილულია საბჭოთა დროის ფინანსებისა და ვაჭრობის ეკონომიკის, აგრეთვე სახალხო მეურნეობის დაგეგმვის საკითხები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 80.