არშძახოს ჭა

კარსტული ჭა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

არშძახოს ჭაკარსტული წარმონაქმნი საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე შავწყალას აუზში, სოფელ ბლაბურხვის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 590 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. 15 მ სიღრმის ჭა, საშუალო სიგანე 0,8-1,0 მ-ს აღწევს. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება დროებითი ნაკადების მიერ ჩატანილი ნაშალი მასალა. ჰავა სტატიური. საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი.

არშძახოს ჭა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 590 მ
სიღრმე 15 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
ჰავა სტატიკური

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966