არქელაე I
არქელაე I (ძვ. ბერძნ. Άρχέλαος, ლათ. Archelaus; გ. ძვ. წ. 399) — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 413-399), პედრიკა II-ის უკანონო ვაჟი; მოაკვლევინა კანონიერი მემკვიდრე და ისევ ავიდა ტახტზე. არქელაე I-ს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ათენთან და ბერძნულ კულტურას მფარველობდა. შექმნა რეგულარული ქვეითი ჯარი, გაიყვანა გზები, ააგო ციხესიმაგრეები. მის კარზე ქალაქ პელაში სხვა გამოჩენილ კულტურულ მოღვაწეთა შორის ევრიპიდეც იყო.
არქელაე I | |
---|---|
Άρχέλαος | |
არქელაეს მონეტა | |
მაკედონიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 413 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 399 |
წინამორბედი: | პედრიკა II |
მემკვიდრე: | კრატერი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. V საუკუნე |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 399 |
შვილები: |
ორესტესი არქელაე II |
მამა: | პედრიკა II |
ლიტერატურა
რედაქტირება- ყაუხჩიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 594.