არქეგონიატები (ლათ. Archegoniatae), არქეგონიური მცენარეებიუმაღლესი მცენარეები, რომელთა მდედრობითი სასქესო ორგანო არქეგონიუმის ფორმისაა. 1876 წელს რუსმა ბოტანიკოსმა ივანე გოროჟანკინმა არქეგონიატები ცალკე ტიპად გამოყო და მასში გააერთიანა შიშველთესლოვანები, ხავსისნაირები და გვიმრასნაირები. ამჟამად მრავალი ბოტანიკოსი ამ ჯგუფებს სამ დამოუკიდებელ ტიპად ყოფს: ხავსისნაირნი, გვიმრანაირნი და შიშველთესლოვანნი.

ლიტერატურა

რედაქტირება