არუნა ასაფ ალი (ჰინ. অরুণা আসফ আলী, დ.16 ივლისი, 1909 — გ.29 ივლისი, 1996, ნიუ-დელი, ინდოეთი) — ინდოელი პედაგოგი, პოლიტიკური აქტივისტი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი. საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ არუნამ 1942 წლის აგვისტოს მოძრაობის დროს, ინდოეთის კონგრესის დროშა მუმბაიში, გოვალია ტანკის მოედანზე აღმართა. ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ის გახდა დელის პირველი მერი.

არუნა ასაფ ალი
დაბადების თარიღი 16 ივლისი, 1909
გარდაცვალების თარიღი 29 ივლისი, 1996 (87 წლის)

[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

არუნა ასაფი დაიბადა პენჯაბში, ახლანდელლი ჰარიანას შტატში, ბენგალელი ბრაჰმანების ოჯახში.[2] დაწყებითი განათლება მიიღო ლაჰორის მონასტერში, შემდეგ სწავლობდა ნაინიტალში და ასწავლიდან კოლკატას სკოლაში.

1928 წელს არუნამ იქორწინა ალი ასაფზე, ალაჰაბადში კონგრესის პარტიის ლიდერზე. ამ ურთიერთობას არუნას მშობლები წყვილს შორის ოცწლიანი სხვაობისა და განსხვავებული რელიგიის გამო არ ემხრობოდნენ. ქმრის გავლენით არუნა გახდა ინდოეთის ნაციონალური კონგრესის აქტივისტი. იგი აქტიურად მონაწილეობდა მარილის მარშშიც.

1931 და 1932 წლებში დაკავებული იყო მაწანწალობის ბრალდებით, რის გამოც 1931 წელს განდი-ირვინის პაქტმა პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლების შესახებ, მასზე არ იმოქმედა. სხვა პატიმარი ქალები უარს აცხადებნენ არუნას გარეშე ციხის დატოვებაზე, სანამ აღნიშნულში მაჰათმა განდი არ ჩაერია. საბოლოოდ კი საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო და არინაც გათავისუფლებულ იქნა.

1942 წელს ის მონაწილეობას იღებდა აგვისტოს მარშში. 9 აგვისტოს ის ხელმძღვანელობდა ხალხის ჯგუფს, რომელმაც ბომბეის მოედანზე კონგრესის დროშა აღმართეს და „აგვისტოს მოძრაობას“ ჩაუყარეს საფუძველი. ბრიტანელებმა მას ჩამოართვეს ქონება და გამოსცეს არუნას დაპატიმრების ორდერი. ამის თავიდან ასაცილებლად მან მიწისქვეშ გადაინაცვლა და იქიდან საქმიანობდა. 1944 წელს მანდ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ახალგაზრდებს მოუწოდებდა უარი ეთქვათ არაძალადობრივ წინააღმდეგობაზე და შეერთებოდნენ რევოლუციას. მთავრობას მისი დაჭერისთვის ჯილდოდ ხუთი ათასი რუპია ჰქონდა დაწესებული.

მიწისქვეშეთიდან არუნას გამოსვლა, 1946 წელს, მის მიმართ დევნის შეწყვეტას უკავშირდება. ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იგი იყო კონგრესის სოციალისტური პარტიის წევრი. 1948 წელს შეუერთდა სოციალისტურ პარტიას, ხოლო 1950-იანი წლების დასაწყისში ინდოეთის კომუნისტურ პარტიას.

1954 წელს გახდა ინდოელი ქალების ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1958 წელს არჩეულ იქნა დელის მერად.

1964 წელს იგი დაჯილდოვებულ იქნა საერთაშორისო ლენინური პრემიით „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისთვის“; 1984-ში მიიღო საბჭოთა, ხალხთა მეგობრობის ორდენი; 1991 წელს მიიღო ჯავაჰარლალ ნერუს პრემია; 1997 წელს მიიღო ქვეყანაში მნიშვნელობით მეორე სამოქალაქო ორდენი, ხოლო 1997 წელს, გარდაცვალების შემდეგ, ინდოეთის რიგით პირველი სახელმწიფო ორდენი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Radha Kumar (1993). The History of Doing: An Illustrated Account of Movements for Women's Rights and Feminism in India, 1800–1990. Zubaan. p. 68.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1]ჯავაჰარლალ ნეჰრუს ჯილდოს მიმღებთა სია
  2. თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალები