არუთინ იენოქიანი
არუთინ იენოქიანი (სომხ. Հարություն Ենոքյան, დ. 5 ივლისი, 1985, ერევანი, სომხეთის სსრ) — სომეხი თავისუფალი სტილით მოჭიდავე.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
სრული სახელი | არუთინ იენოქიანი |
ეროვნება | სომეხი |
დაბ. თარიღი | 5 ივლისი, 1985 |
დაბ. ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ |
სიმაღლე | 176 სმ |
წონა | 88 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | სომხეთი |
სპორტი | ჭიდაობა |
სახეობა | თავისუფალი ჭიდაობა |
კლუბი | ურარტუ (სომხეთი) |
გუნდი | სომხეთი |
მწვრთნელი | ედიკ ტუნიანსი |
იენოქიანმა მონაწილეობა მიიღო 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მან შესარჩევში მე-3 ადგილი დაიკავა, მეოთხედფინალში იგი დამარცხდა ქართველ რევაზ მინდორაშვილთან, ამის შემდეგ იენოქიანს ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი მიეცა, თუმცა რეპეშაჟში გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართველ დავით ბიჭინაშვილთან დამარცხდა[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Men's Freestyle 84kg (185 lbs) Repechage Round 2. NBC Olympics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 13 December 2012.