არტურ ლაპინში
არტურ ლაპინში (ლატვ. Arturs Lapiņš; დ. 29 იანვარი (11 თებერვალი), 1911, სოფელი სატი — გ. 29 აგვისტო, 1983, რიგა, ლატვიის სსრ) — ლატვიელი საბჭოთა თეატრის მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე. სკკპ წევრი 1940 წლიდან. ლატვიის სსრ სახალხო მხატვარი (1954). სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ კორესპოდენტი (1970). სწავლობდა რიგაში, ლატვიის სამხატვრო აკადემიაში (1929-1932). ძირითადად მუშაობდა ლატვიის სსრ ოპერისა და ბალეტის თეატრში, რიგაში. მხატვრულად გააფორმა მუსორგსკის ოპერა „ბორის გოდუნოვი“ (1949, სსრკ სახელმწიფო პრემია 1950), სკულტეს ბალეტი „თავისუფლების საქტა“ (1950, სსრკ სახელმწიფო პრემია 1951) და სხვა. დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის წითელი ვარსკვლავის ორდენებითა და მედლით.
არტურ ლაპინში | |
---|---|
დაიბადა | 29 იანვარი (11 თებერვალი), 1911 |
დაბადების ადგილი | სატი |
გარდაიცვალა | 29 აგვისტო, 1983[1] (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რიგა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 127.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Library of Congress Authorities — Library of Congress.